ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებსა და გაერთიანებული სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას 2016 წლის ივნისში, EU NEIGHBOURS east პროექტის ნაწილად ჩაეყარა საფუძველი. მასში დღემდე 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.
შენ:
მას მერე, რაც განაცხადების მიღება დასრულდება, კანდიდატებს კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს მიიწვევენ ინტერვიუზე. ამის მერე, კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინტერვიუს ეტაპს, დაევალებათ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა (იქნება ეს პროფილის ფოტოს გაგზავნა, თანხმობის ფორმებისთვის ხელის მოწერა თუ ვებსაიტის პროფილისთვის ტექსტის შედგენა). უკანასკნელ ეტაპზე კი კანდიდატების პროფილები დასამტკიცებლად პროექტის ხელმძღვანელებს გადაეგზავნებათ. განაცხადების მიღების დასრულებიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთლიანი პროცესი, დაახლოებით, რვა კვირა გრძელდება.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი პროაქტიული ინიციატივაა. შესაბამისად, გამარჯვების შანსი აქვს ყველას, ვინც წარმატებით გაივლის კონკურსის ყველა ეტაპს და გამოავლენს ინტერესსა და ქსელში აქტიურად ჩართვის სურვილს.
შეგიძლია იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში გისრულდება 16 წელი. გთხოვ, გაითვალისწინო, რომ 16-17 წლის ასაკის შერჩეულ კანდიდატებს მხოლოდ ონლაინ საქმიანობისა და საკუთარ ქვეყნებში გამართულ ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება ექნებათ და ისინი საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრებიან.
კი, შენ შეგიძლია განაცხადის შევსება იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის 1 ოქტომბრის შუაღამემდე, ანუ განაცხადების შეტანის ვადის ამოწურვამდე, არ გისრულდება 27 წელი.
ამ ინიციატივის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ ის ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფში მყოფ ახალგაზრდებზე ორიენტირდება. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა თავიდანვე 16-იდან 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, ამიტომ ჩვენი აქტივობების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ასაკის ახალგაზრდებზეა გათვლილი. როცა ახალგაზრდა ევროპელი ელჩი 27 წლის ხდება, მას ეს სტატუსი ერთმევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროგრამის ფარგლებში ვეღარ წამოიწყებს სამოქალაქო ჩართულობის საქმიანობებს და ვერ მიიღებს მათში ან საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. გარდა ამისა, ის გამოეთიშება ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებს და წაიშლება შესაბამისი ჩეთებიდან. ამის მიუხედავად, ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გააგრძელოს ინიციატივის მხარდაჭერა ახალი – მენტორის თუ ტრენერის — სტატუსით. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს გუნდი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ადგილობრივი კოორდინატორები ამ შესაძლებლობებს შესაბამის კანდიდატებთან ინდივიდუალურად განიხილავენ. ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ინიციატივის ზოგადი ბუნება შევინარჩუნოთ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ ინიციატივაში ჩართვის შესაძლებლობა. პროგრამა და მისი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა მას მერეც არ წყვეტენ კავშირს ყოფილ წევრებთან, რაც ისინი ახალგაზრდა პროფესიონალები და თავიანთი საზოგადოებების ლიდერები ხდებიან.
COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მერე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მრავალ ღონისძიებას ფიზიკურადაც მართავენ და ციფრულადაც. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის გამო რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება რაიმე ზომას დააწესებს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის თითოეული წევრი ვალდებულია, დაემორჩილოს სახელმწიფოს დირექტივებს.
ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან (YEAs) დაკავშირებული ინფორმაცია:
შენ:
თუ ასეა, გახდი ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და დაელოდე ყოველწლიური კონკურსის გამოცხადებას სექტემბერში!
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში