ჩვენ შესახებ


კარგი კომუნიკაცია ევროკავშირის მის აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტია. ის ეხმარება ადამიანებს უკეთესად გაიაზრონ ევროკავშირის და მისი ურთიერთობების არსი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

ვებსაიტი EUNEIGHBOURS east – ეს არის „ერთ ფანჯრის“ პრინციპით შექმნილი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმა. აქ არის ყველაფერი, რის ცოდნაც გჭირდებათ ევროკავშირის ურთიერთობის და თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან. საიტი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) ფარგლებში.

ოთხწლიანი (2020-2024) პროგრამის მიზანია ევროკავშირის საკომუნიკაციო საქმიანობის გააქტიურება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მოქალაქეების მიერ ევროკავშირის და მისი პოლიტიკის უკეთ გააზრება და დეზინფორმაციისადმი მდგრადობის გაძლიერება ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. პროგრამა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის წარმომადგენლობების საკომუნიკაციო საქმიანობას და მუშაობს ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე გენერალური დირექტორატის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით.

ვებსაიტის EUNEIGHBOURS EAST მართვის გარდა, პროგრამის საქმიანობა მოიცავს თემატურ საკომუნიკაციო კამპანიებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, სახალხო დიპლომატიის და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ამ საქმიანობის ფარგლებში პროგრამა თანამშრომლობს ახალგაზრდა აქტივისტებთან, მედია-პარტნიორებთან, ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო წრეებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. პროგრამა ასევე მართავს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს.

პროგრამა შეიქმნა პროექტების „ღია სამეზობლო“ (2015-2020) და „ევროკავშირის სამეზობლოს ინფოცენტრი“ (2009-2015) მიღწევების საფუძველზე.

რეგიონულ საკომუნიკაციო პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის (2020-2024) ახორციელებს კონსორციუმი კომპანიის B&S EUROPE ხელმძღვანელობით.

კონტაქტები

ზოგად საკითხებთან დაკავშირებით:

info@euneighbourseast.eu

ინფორმაცია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) შესახებ:

ზოგადი ინფორმაცია: yeas@euneighbourseast.eu

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოში: yeas.georgia@euneighbourseast.eu


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,