ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს
აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს რიგით მე-11 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში იწვევს. სკოლა 2024 წლის 7 ივლისიდან 13 ივლისამდე პერიოდში საქართველოში გაიმართება.

ინიციატივა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების, „მიგრაციის განვითარების ზემოქმედების გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG 2) და „მობილობის სფეროში პარტნიორობის რეალიზების მხარდაჭერა აზერბაიჯანში“ (MOBILAZE 2) ფარგლებში, „პრაღის პროცესთან“ ერთად.

ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამის მიზანია, კვლევაზე ორიენტირებული ლექციების, სემინარებისა და პროექტების მეშვეობით შეუწყოს ხელი მიგრაციის საკითხებზე სამეცნიერო ცოდნის გაზიარებასა და რეფლექსიას. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს. რამდენიმე ადგილი ასევე გათვალისწინებულია ამ ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირში ცხოვრობენ. 

სკოლის ორგანიზატორები მიგრაციის, ჟურნალისტიკის/მედიასწავლების, საერთაშორისო/მიგრაციის სამართლის, ეკონომიკის, დემოგრაფიის, ისტორიისა და/ან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების 50-მდე სტუდენტს შეარჩევენ. განაცხადების შეტანა ასევე შეუძლიათ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებსაც. 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება საკვებითა და საცხოვრებლით. ICMPD ასევე ორგანიზებას გაუწევს სკოლის მონაწილეთა მოგზაურობას და დაფარავს მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 30, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,