დაეხმარე ოზის ენერგიის დაზოგვაში

გაიცანი ოზი, საყვარელი ზაზუნა, რომელიც ზრუნავს გარემოზე და იცის, როგორ დაეხმაროს ბავშვებს ენერგიის დაზოგვაში. ოზიმ მოამზადა რჩევების სია, რათა დაეხმაროს მოზარდებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ენერგია და დაიცვან გარემო. ჩამოტვირთე და გააზიარე ანიმაციური კლიპი ოზის რჩევებით და ასწავლე ბავშვებს ენერგიის დაზოგვა!


რჩევები

  • Ozzy GE

    დაკეტე ონკანი, როცა კბილებს იხეხავ

    დაკეტე ონკანი და დაზოგე წყალი, როცა მას არ იყენებ.
  • Ozzy GE

    ჩააქრე ყველა ნათურა და გამორთე ელექტრომოწყობილობები სახლიდან გასვლის წინ

    ამაში შედის ტელევიზორი, კომპიუტერი და ვიდეოთამაშები.
  • Ozzy GE

    იარე ველოსიპედით ან ფეხით

    იმის ნაცვლად, რომ მშობლებს სთხოვო სკოლაში ან მეგობართან მანქანით წაყვანა.
  • Ozzy GE

    გამოიყენე უკეთესი ელექტრონათურები

    შუქდიოდური ნათურები 90%-ით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და 25-ჯერ დიდხანს მუშაობს.
  • Ozzy GE

    შეამცირე სარეცხის რაოდენობა

    სარეცხის რეცხვის დროს კი ტანსაცმელი 30-40°C-ზე გარეცხე.

კომიქსი

ოზი ახალი კომიქსის „ნათურა“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. წიგნი შეიქმნა #EU4Energy პროგრამის მიერ და ის ბავშვებს ენერგიის დაზოგვის სწავლაში ეხმარება. წიგნში აღწერილია მარტივი ნაბიჯები ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის. ამ ნაბიჯების დახმარებით ბავშვები ენერგიის დაზოგვას ეჩვევიან. ჩამოტვირთე და ამობეჭდე საბავშვო კომიქსების წიგნი, გაეცანი ოზისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს და ისწავლე მათგან!



პოსტერი

Ozzy GE

ოზი და კომიქსი „ნათურა“ იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „EU NEIGHBOURS east” პროექტის და EU4Energy პპროგრამის II ფაზის. ეწვიე კამპანიის დაფას და იხილე კამპანიის მასალების პაკეტი ყველა ხელმისაწვდომ ენაზე (ინგლისურად, აზერბაიჯანულად, ბელარუსულად, რუმინულად, სომხურად, უკრაინულად, ქართულად).


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,