„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
აპრილი 5, 2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს


საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. 

3 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირს ახსოვს  საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის დაპირება ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. მისივე თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ეს კანონპროექტი კვლავ განიხილება, 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, — განაცხადა სტანომ.

მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. მათგან მეცხრე ნაბიჯი  გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას. ხოლო პირველი ნაბიჯით განსაზღვრულია, რომ საქართველო ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს. 

„გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა გამოიყენებოდეს. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,