თბილისში ნულოვანი ნარჩენის დღე აღინიშნა
აპრილი 3, 2024

თბილისში ნულოვანი ნარჩენის დღე აღინიშნა


30 მარტს თბილისში, მზიურის პარკში ადამიანები ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და უფრო სუფთა, მწვანე და ჯანსაღი გარემოს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის, ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩაატარა. 

ერთდღიანი ღონისძიების სტუმრები, მონაწილეები და ორგანიზატორები ჩაერთნენ ინტერაქციულ და საგანმანათლებლო აქტივობებში, რომელთა მიზანიც ნარჩენების მდგრად მართვაზე ცნობიერების ამაღლება იყო. 

კერძოდ, გაიმართა თამაშები და ქვიზები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის და მოეწყო ბიზნესის გამოფენა, რომელზეც ქართული კომპანიების მიერ დანერგილი ეკოლოგიური მიდგომები წარმოჩნდა.

მზიურის პარკში ასევე გაიმართა მეორადი ტანსაცმლისა და წიგნების გაცვლის აქცია და მოეწყო ნარჩენების გადამუშავებისა და დახარისხების კუთხეები.

„ნულოვანი ნარჩენების კონცეფცია მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის ნარჩენის გადამუშავებას და ახალ რესურსად  ქცევას. საქართველოში უკვე დაინერგა ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი — მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება — ნარჩენების შემდეგ ოთხ ნაკადზე: საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები. ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას და მათ ჩართულობას დიდი როლი აქვს“, — აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ირმა გურგულიანმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,