ვიზუალურ ხელოვანებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტიანობის კამპანიაში იწვევენ
აპრილი 4, 2024

ვიზუალურ ხელოვანებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტიანობის კამპანიაში იწვევენ


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი“ (GESRP) ვიზუალურ ხელოვანებს ენერგოეფექტიანობის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

კამპანიის მიზანია,  ვიზუალური ხელოვნების საშუალებით აამაღლოს  საზოგადოების ცნობიერება იმ როლზე, რომელსაც ენერგოეფექტიანობა და განახლებად ენერგიათა გამოყენება ასრულებს  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.

ხელოვანებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი,  კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ საპროექტო იდეების წარდგენით შემდეგ კატეგორიებში: ფერწერული ნახატი, სკულპტურა, ვიდეო/ვიდეოინსტალაცია ან ინფოგრაფიკა/ილუსტრაცია.

ფინალური ეტაპისთვის თითოეული კატეგორიიდან სამი ხელოვანი შეირჩევა. თითოეულ მათგანს თავისი ნამუშევრის დასასრულებლად
2,000 ლარი (გადასახადების ჩათვლით) გადაეცემა.

ხელოვნების შერჩეული ნიმუშები კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიფინება. გამოფენა დაგეგმილია 2024 ივნისში, ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 აპრილი.

კომპანიის, Gopa Intec, მიერ CENN-თან თანამშრომლობით ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უჭერს მხარს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 10, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,