EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 
აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 


პროექტმა, EU4Culture, საგრანტო განაცხადების წერაზე  ონლაინკურსი შეიმუშავა, რომლის გავლაც შეუძლიათ ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. კურსი აღნიშნულ თემაზე ფუნდამენტურ ცოდნას მიაწვდის მათ, ვისაც კულტურული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის საგრანტო კონკურსებზე განაცხადების შეტანა სურთ.

ონლაინკურსის ვიდეოები იქნება ინგლისურ ენაზე და დაერთვება ქართული, აზერბაიჯანული, რუმინული, სომხური და უკრაინული სუბტიტრები. 

ლექციები ხელმისაწვდომი იქნება cases.media-ზე, ცნობილ უკრაინულ პლატფორმაზე, რომელზე თავმოყრილი კურსებიც  ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი. 

კურსი, რომელსაც უკრაინელი ექსპერტები გაუძღვებიან, შემდეგ თემებს მოიცავს: 

  • გრანტების ტიპები და მათი მნიშვნელობა;
  • საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდები;
  • ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და ინფორმაცია საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტების მოთხოვნებზე;
  • ეფექტიანი კომუნიკაცია დონორებთან;
  • ანგარიშგება. 

კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში“, ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. 

განაცხადის შევსების პროცესზე დეტალურ ინფორმაციასთან გაცნობა შესაძლებელია განაცხადის სახელმძღვანელო დოკუმენტში.

ონლაინკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების სერტიფიკატი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 მაისი, 23:59 ცენტრალური ევროპის დროით (CET).

ონლაინკურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში,“ საგანმანათლებლო კოორდინატორს, კატერინა ვანდიჩს: [email protected]

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სახელმძღვანელო დოკუმენტი

დახურვის თარიღი:

მაისი 16, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,