ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს
აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სტაჟირებაზე იწვევს ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს, რომლებსაც საერთაშორისო და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და დიპლომატიური მისიის მუშაობა აინტერესებთ. ექვს თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირება წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილებაში შედგება და ოქტომბერში დაიწყება.

თანამშრომლობის განყოფილება პასუხისმგებელია ევროკავშირის მიერ საქართველოს განვითარებისთვის გაწეული ორმხრივი მხარდაჭერის პორტფელის მართვაზე. ეს მხარდაჭერა წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროს და 200 მიმდინარე პროექტს მოიცავს. განყოფილების ძირითადი მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე (სახელდობრ, დაეხმაროს მას იმ ცხრა ნაბიჯის შესრულებაში, რომლებიც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშით განისაზღვრა) და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში, რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას.

შერჩეული სტაჟიორი დაეხმარება გაფართოების პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამაში შედის საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენების მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის პროგრამებთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასთან — განსაკუთრებით, დემოკრატიზაციის (კერძოდ, არჩევნების) და 9 ნაბიჯთან დაკავშირებული წინსვლის სფეროებში.

სტაჟირების კანდიდატმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა (სულ მცირე, C1 დონე) და ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების, ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციისა თუ მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. 

გარდა ამისა, მომავალ სტაჟიორს განვითარებული უნდა ჰქონდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები. ის ასევე გათვითცნობიერებული უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში. სასურველია ქართული და რუსული ენების ცოდნა.

თითოეული შერჩეული სტაჟიორი 600 ევროს ოდენობის ყოველთვიურ გრანტს მიიღებს. მგზავრობასთან, ვიზასთან, დაზღვევასთან და საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები სტაჟიორმა თავად უნდა გასწიოს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 10, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,