პასუხისმგებლობაზე უარის თქმა


ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) ფარგლებში. მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღნიშნული რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ჩვენი მიზანია ამ ინფორმაციის სიზუსტის და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა. ინფორმაციის მოპოვება ძირითადად ხდება ღია წყაროებიდან, ევროკავშირის გავრცელების ოფიციალური არხებით და იმ პროექტების საიტებიდან, რომლებსაც რეგულარულად ვამოწმებთ. ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ვიღებთ უშუალოდ მონაცემთა ბაზიდან EUDIGITOOL, სადაც ინფორმაცია შეჰყავთ თავად პროექტის წარმომადგენლებს. თუ მოგვაწვდიან ინფორმაციას შეცდომების შესახებ, ჩვენ მათ გასწორებას შევეცდებით. მიუხედავად ამისა, პროგრამა EU NEIGHBOURS east არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ინფორმაციაზე, რომელიც ამ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საიტზე განთავსებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ ეხება რომელიმე კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირის კონკრეტულ გარემოებებს. ეს ინფორმაცია არ არის ყოველთვის ამომწურავი ან სრული, ზოგჯერ ის ბმულებით უკავშირდება გარეშე ვებსაიტებს, რომლებსაც EU NEIGHBOURS east ვერ აკონტროლებს, და შესაბამისად, პროგრამის გუნდი არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აღნიშნულ ვებსაიტებზე გამოქვეყნებულ პროფესიულ ან იურიდიულ რეკომენდაციებზე. თუ თქვენ კონკრეტული რეკომენდაცია გჭირდებათ, ყოველთვის უნდა მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალს.

გაითვალისწინეთ – შეუძლებელია იმის გარანტირება, რომ ონლაინ ხელმისაწვდომი დოკუმენტი ზუსტად ასახავდეს ოფიციალურად მიღებულ ტექსტს. მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში (მისი ნაბეჭდი ვერსია, ან 2013 წლის 1 ივლისიდან – ელექტრონული ვერსია ვებსაიტზე EUR-Lex) გამოქვეყნებული დოკუმენტებია ავთენტური და იურიდიული ძალის მქონე.

ჩვენი მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ ტექნიკური შეცდომებით გამოწვეული შეფერხებები ვებსაიტზე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მონაცემი ან ინფორმაცია ჩვენს საიტზე შესაძლოა შექმნილი ან განთავსებული იყოს ისეთი ფაილების ან ფორმატების სახით, რომლებიც არ გამორიცხავს შეცდომების არსებობას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი სერვისის მუშაობა არ შეწყდება, ან მასზე სხვაგვარად არ იმოქმედებს აღნიშნული პრობლემები.

EU NEIGHBOURS east არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას მსგავს პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვება ამ ვებსაიტის, ან მასთან ბმულებით დაკავშირებული ნებისმიერი გარეშე საიტების გამოყენების შედეგად.


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,