ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების პროგრამა ახალ წევრებს ეძებს
აპრილი 11, 2024

ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების პროგრამა ახალ წევრებს ეძებს


ევროპის რეგიონთა კომიტეტი (CoR) ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ახალგაზრდა ლიდერებს თავის ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების პროგრამაში (YEPs) გასაწევრიანებლად იწვევს. 

ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების პროგრამის (YEPs) ქსელში გაწევრიანება შეუძლიათ 35 წლამდე პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ან კანდიდად ქვეყნებში რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე ფლობენ მანდატს. CoR-ის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები ევროკავშირის დონეზე, ჩაერთონ ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და სხვა. 

განმცხადებლები უნდა იყვნენ ევროკავშირში ან კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე არჩეული პოლიტიკოსები, რომლებიც 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიბადნენ. მათ არ უნდა გააჩნდეთ ევროპის საბჭოს წევრის ან ალტერნატიული წევრის მოქმედი მანდატი და კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. 

2024 წლის YEP პროგრამა 2025 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ის მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობისგან შედგება. პროგრამის პირველი წლის შემდეგ ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსები ხდებიან ქსელის წევრები და მათ YEP პროგრამის ღონისძიებებსა და CoR-ის საფლაგმანო ინიციატივებში მიიწვევენ. 

YEP პროგრამის წევრები ასევე უფლებამოსილები არიან, მიიღონ კომპენსაცია CoR-ის აქტივობებში მონაწილეობის მიღებისთვის. იმ შემთხვევებში, როცა საჭირო იქნება ბრიუსელში ან სხვა საგარეო შეხვედრებზე მათი ფიზიკურად დასწრება, CoR-ს შეუძლია, აუნაზღაუროს მათ მგზავრობის საფასური და გადასცეს ფიქსირებული თანხა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 19 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 19, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,