პროგრამა „EU4GENDER EQUALITY: ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ მიზნად ისახავს თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების უფრო ღრმად დამკვიდრებას ქალებისა და მამაკაცებისთვის, რაც განხორციელდება სოციალური წარმოდგენების შეცვლით გენდერული როლების შესახებ, გენდერული სტერეოტიპების დაძლევით და მამაკაცების მეტი ჩართულობით შვილებზე ზრუნვასა და სხვა საოჯახო ვალდებულებებში.
პროგრამა “EU4GenderEquality: რეფორმების დახმარების სამსახური“ განახორციელებს გენდერულ ანალიზს და ექსპერტულ რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მთელ რიგ სფეროებში, კერძოდ: შრომის ბაზრის პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, საჯარო ადმინისტრაცია, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვა და სოციალური სამსახურები და განათლების და ოჯახის პოლიტიკა.
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,