ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ
აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


10-11 აპრილს ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

დელეგაცია PSC-ის თავმჯდომარის, ელჩი დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს და საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულეს.

კომიტეტის წევრები საქართველოში უფრო ფართო რეგიონული  ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდნენ. რეგიონული ვიზიტი სომხეთში (8-9 აპრილი) და აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) დაგეგმილ შეხვედრებსაც მოიცავს და პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ემსახურება

დელეგაციამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგარმა საქართველომ გამოიყენოს 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილება, როცა მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 

კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას.  

„საჭირო რეფორმები და წინსვლა უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობით და მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, — აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, — „დრო არ იცდის, ამიტომ ახლა უნდა შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და ქვეყანამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შეუქმნის“.

PSC-ის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარეს შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან — მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან — დაკავშირებით.

ამასთან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,