ვარშავის ევროატლანტიკური საზაფხულო აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მონაწილეებს იწვევს
აპრილი 4, 2024

ვარშავის ევროატლანტიკური საზაფხულო აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მონაწილეებს იწვევს


ვარშავის ევროატლანტიკურმა საზაფხულო აკადემიამ (WEASA) 2024 წლისთვის მონაწილეთა მიღება დაიწყო. საზაფხულო სკოლა 1-10 ივლისს ვარშავაში, ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსში გაიმართება.  

WEASA ყოველწლიური საზაფხულო სკოლაა, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ კარიერის შუა საფეხურზე მყოფ პროფესიონალებს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და დასავლეთ ბალკანეთიდან. სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსმა, პოლონურ-ამერიკულმა თავისუფლების ფონდმა და შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდმა დააფუძნეს. 

ამ წლის თემაა „იმპულსის ძიება. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კრიზისულ დროებაში“. აკადემია საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, განიხილონ ევროკავშირის გაფართოებასთან, უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებები და იპოვონ გზები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინ წასაწევად. ამას გარდა, WEASA 2024 მონაწილეებს დაეხმარება, შეიძინონ ახალი უნარები და უკეთ გაიაზრონ ის გამოწვევები, რომლებსაც მათი ქვეყნები ევროინტეგრაციის პროცესში აწყდებიან. პროგრამა აერთიანებს ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, დებატებსა და ინდივიდუალურ სესიებს უნარების გასავითარებლად.

WEASA იწვევს, სულ მცირე, ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალებს: პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ექსპერტებს, მრჩევლებს, სახელმწიფო მოხელეებს, ჟურნალისტებს, კერძო სექტორის სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან. 

ორგანიზატორები დაფარავენ მონაწილეთა სამგზავრო ხარჯებს 350 ევრომდე და უზრუნველყოფენ საცხოვრებელსა და საკვების საფასურს საზაფხულო სკოლის მსვლელობის განმავლობაში. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 აპრილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 26, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,