მედია

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება ყოველდღიური გამოწვევაა. მედიასაშუალებები მზარდად განიცდიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს, ომის პირდაპირ თუ ირიბ გავლენასა და რესურსების შემცირებას, რის შედეგადაც სულ მეტად ხდებიან დამოკიდებულები გარე მხარდაჭერაზე. ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მედიის, დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მუდმივი თანამშრომლობა. ევროკავშირი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დამოუკიდებელ მედიას ისეთი არაერთი ინიციატივის ფარგლებში უჭერს მხარს, როგორიცაა საფლაგმანო პროექტი, „ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“ (EU4IM). EU4IM მედიასაშუალებებს ეხმარება ახალი ამბების განყოფილებების განვითარებასა და მოკლე თუ ხანგრძლივ პერიოდში ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში. ევროკავშირის კიდევ ერთი ინიციატივაა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED), რომელიც აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დემოკრატიის გამაძლიერებელ მოძრაობებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებსა და დამოუკიდებელ მედიაპლატფორმებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგულარულად გამართულ მედიაკონფერენციებს ორგანიზებას უწევენ ევროკომისია და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები. უკანასკნელი კონფერენცია ჩატარდა 2022 წელს პრაღაში და მიეძღვნა მედეგობის თემას.


უახლესი ცნობები

მარტი 10, 2026

კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ხანგრძლივ პარტნიორობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს

4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების იმ სისტემური ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვე…
თებერვალი 9, 2026

თბილისში გამართულ ცერემონიალზე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, გამარჯვებულები მეთოთხმეტედ გამოავლინა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კ…

ევროკავშირის მხარდაჭერა

EU4IndependentMedia

ევროკავშირი უკრაინასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში ჟურნალისტიკისა და მედიის გაძლიერებაზე მუშაობს. ეს ძალისხმევა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მძიმე შედეგებს განიცდის. პროექტი, EU4IndependentMedia, მიზნად ისახავს ფაქტებზე დაფუძნებული, გენდერულად ინკლუზიური და სანდო, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის ხელშეწყობას. პროექტის კიდევ ერთი ამოცანა ამ სექტორის მედეგობისა და ფინანსური მდგრადობის მხარდაჭერაა.

ევროპის დემოკრატიის ფონდი

„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს მრავალფეროვან ინიციატივებს, რათა ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების განვითარებას, დაეხმაროს რეპრესიულ გარემოში მომუშავე ჟურნალისტებსა თუ მედიასაშუალებებს და მხარი დაუჭიროს დამწყებ მედიებს. EED მუშაობს მედიის პლურალიზმის გაძლიერებაზე და მისი მიზანია, რომ სანდო ინფორმაციას მოკლებულ ადამიანებს გაუჩნდეთ წვდომა სარწმუნო ახალ ამბებსა და კრიტიკულ კომენტარზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მედიაკონფერენცია

2022 წლის დეკემბერში პრაღაში დაახლოებით ასი ჟურნალისტი, მედიაპროფესიონალი და დონორი შეიკრიბა იმის განსახილველად, თუ რა პრაქტიკული გზებითაა შესაძლებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მედეგობის ზრდა. მათ, ასევე, წარმოადგინეს ევროკავშირის მედიაპოლიტიკა, პროგრამები და სტრატეგიები.


ეს ონლაინრესურსები მედიაორგანიზაციებს ეხმარება, დახვეწონ მენეჯმენტი თუ სარედაქციო საქმიანობა და მხარი დაუჭირონ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთულ გარემოში — განსაკუთრებით კი იმ რეპორტიორებს, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ.


შესაძლებლობები


მედიაკვლევები და ანგარიშები

ნოემბერი 23, 2021

აღდგენა, გამძლეობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საყოველთაო სარგებლის მომტანი პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერებაა. ეს პროცესი ემყარება ინკლუზიურობის და დიფერენციაციის პრინციპებს, რომელთ…

ისტორიები

მარტი 14, 2025

როგორ შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ჟურნალისტიკას ციფრულ ეპოქაში: ინტერვიუ TikTok-ის ექსპერტ ერიკა მარცანოსთან

სოციალური მედიის ჟურნალისტიკა ვითარდება და ცვლილებებს ჟურნალისტებმაც უნდა აუწყონ ფეხი. როგორც სოციალური მედიის ყველა სხვა პლატფორმას, TikTok-საც ინტერაქცია კვებავს. ტრადიციული მედიისაგან განსხვავებით…
ივნისი 5, 2024

ჟურნალისტიკა გარდამტეხ მომენტში: როგორ ემსახურება მედია საზოგადოების ინტერესებს კრიზისულ დროს 

22-24 მაისს ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) მსოფლიო კონგრესსა და მედიის ინოვაციის ფესტივალზე ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებზე სამსჯელოდ წამყვან…

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,