ევროპის სოლიდარობის კორპუსი მოხალისეებს სამხრეთ საფრანგეთში იწვევს
აპრილი 5, 2024

ევროპის სოლიდარობის კორპუსი მოხალისეებს სამხრეთ საფრანგეთში იწვევს


სამხრეთ საფრანგეთში მდებარე გაიაკის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი  (Maison des jeunes et de la Culture de Gaillac) მსურველებს გრძელვადიან მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. საქართველოს გარდა, განაცხადების შეტანა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ. პროექტი 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 27 ივლისამდე განხორციელდება.

შერჩეული კანდიდატი ჩაერთვება ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ აქტივობებში, რომელთა მიზანიც ევროპული ღირებულებებისა და კულტურის გავრცელებაა. მოხალისე ინფორმაციას გაავრცელებს სხვადასხვა ევროპულ და საერთაშორისო მობილობის პროგრამაზე, მოაწყობს შეხვედრებს ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებზე და ორგანიზებას გაუწევს საბავშვო აქტივობებს, რომელთა მიზანიც მისი ქვეყნის კულტურული სიმდიდრის (მუსიკა, სამზარეულო, არქიტექტურა, ლიტერატურა) გაზიარება იქნება. 

მოხალისე ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ღონისძიებებში, მათ შორის ურბანულ ფესტივალსა და ექსკურსიებში, და მართავს ცენტრის სოციალურ ქსელებს. 

მოხალისეები გაიაკის სიახლოვეს ბინაში იცხოვრებენ. თითოეული მათგანი ყოველთვიურად მიიღებს დაახლოებით 400 ევროს კვების, ტრანსპორტირებისა და ჯიბის ფულისათვის. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 22, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,