ფოტოკონკურსი

ღია კონკურსი

პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის

Photo Contest Open Call

EU NEIGHBOURS EAST, FOTOFESTIWAL-თან პარტნიორობით, იწვევს პროფესიონალ ფოტოგრაფებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფოტოკონკურსში, თემაზე „ოჯახური კავშირები“.

მეტი ინფორმაციისა და მონაწილეობის მისაღებად ჩაუყევით გვერდს.

Photo contest

რატომ „ოჯახური კავშირები“?

კონკურსი ეძებს ფოტოებს (ფოტოების სერიებს), რომლებიც თემის, „ოჯახური კავშირები“, მხატვრულ, სოციალურ და, უპირველეს ყოვლისა, პირად ინტერპრეტაციებს ასახავს. როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მომავლისადმი დამოკიდებულებებთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

ჩვენ იშვიათად თუ გვიგრძნია ოჯახური კავშირების მნიშვნელობა და სიმყიფე ისე ძლიერად, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში. Covid-ით ნაკარნახევმა სოციალურმა დისტანცირებამ ტკივილი და იზოლაცია გამოიწვია, მრავალი კავშირი გარდასახა და ზოგიც გააძლიერა. წელს მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ წამიერად შეძლო ომმა ოჯახების შუაზე გახლეჩა და რამდენმა გაუღო თავისი ოჯახის კარი ლტოლვილებს.

კონკურსის მონაწილეებმა 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები 2023 წლის 20 იანვრისთვის უნდა წარადგინონ. განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზეა, თუმცა დეტალების ქართულად წაკითხვა აქ შეგიძლიათ. საკონკურსო ნამუშევრებს ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. მათ შესახებ მეტის გაგება განაცხადის წარდგენის საფეხურზე შეგეძლებათ. მოკლე სიაში შესულების ვინაობა 2023 წლის თებერვლის ბოლოსკენ გამოცხადდება. საბოლოო გამარჯვებულები კი 2023 წლის მარტში გამოცხადდებიან.

ქვემოთ ნახავთ ინფორმაციას ჟიურის წევრებზე, წესებსა და პირობებზე და პრიზებზე.

ჟიურის წევრები

ლარს ბერინგი

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) ფონდის დირექტორი და ვიზუალური კომუნიკაციისა და ამბის თხრობის პლატფორმის, Triggertale.com-ის დამაარსებელი. იხილეთ მეტი განაცხადების შეტანის გვერდზე.

ემა ბოუკეტი

FT Weekend Magazine-ის ფოტოგრაფიის მიმართულების დირექტორი და ფოტოხელოვნებასა და თანამედროვე ვიზუალურ კულტურაზე ორიენტირებული კურატორი. იხილეთ მეტი განაცხადების შეტანის გვერდზე.

არიანა რინალდო

ფოტოგრაფიაზე ფართო დიაპაზონით მომუშავე შტატგარეშე პროფესიონალი. 2012-2021 წლებში იყო სახვითი თხრობის საერთაშორისო ფესტივალის, Cortona On The Move, სამხატვრო ხელმძღვანელი. იხილეთ მეტი განაცხადების შეტანის გვერდზე.

კაროლინა გემბარა

ფოტოგრაფი და მკვლევარი. მისი ნამუშევრები ეხება ისეთ ცნებებს, როგორიცაა სახლი, მიკუთვნებულობა, მიგრაცია, ცვალებადი მიწები და იდენტობები. იხილეთ მეტი განაცხადების შეტანის გვერდზე.

მილიცა სარაცევიჩი

ევროკომისიის პრესისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერი. იხილეთ მეტი განაცხადების შეტანის გვერდზე.

პრიზები

1000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა თითო გამარჯვებულს თითოეული ქვეყნიდან (აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან).

გამარჯვებულების ინტერვიუები გამოქვეყნდება EU NEIGHBOURS EAST-ის ვებსაიტზე.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც თუ შეუძლიათ კონკურში მონაწილეობა?

პასუხი: არა, არ შეუძლიათ. კონკურსის წესებისა და პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ამ ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ. კონკურსის მოკლე სიაში მოხვედრილებსა და გამარჯვებულებს მოეთხოვებათ თავიანთი პასპორტის ან ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სკანირებული ვერსიების წარდგენა იმის დასამოწმებლად, რომ ისინი კონკურსის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.  

კითხვა: ვინ მიიჩნევა პროფესიონალ ფოტოგრაფად?

პასუხი: პროფესიონალ ფოტოგრაფად ჩვენ მივიჩნევთ მას, ვისი შემოსავლის უდიდესი ნაწილიც ფოტოგრაფობით მიღებულ გასამრჯელოს შეადგენს ან შეადგენდა; ასევე მას, ვინც რეგულარულად ყიდის ან აქვეყნებს თავის ნამუშევრებს და/ან პროფესიონალური ფოტოგრაფიის ორგანიზაციების წევრია.

კითხვა: ერთ სერიაში რამდენი ფოტოს წარდგენა შემიძლია?

პასუხი: სერია უნდა შედგებოდეს რვიდან ოცამდე ფოტოსგან, რომლებიც იზიარებენ საერთო თემას ან ცნებას და აქვთ ერთი სათაური. სერია ერთ მთლიანობად შეფასდება, ამიტომ, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ ფოტოები ერთი ნამუშევრის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.

კითხვა: რა ზომისა და ფორმატის უნდა იყოს ციფრული ფაილები?

პასუხი: ციფრული ფაილები დამახსოვრებული უნდა იყოს jpg ფორმატში და მათი გრძელი მხარე მინიმუმ 3000px უნდა იყოს.

კითხვა: არსებობს დროითი შეზღუდვა ფოტოების გადაღების თარიღებთან დაკავშირებით?

პასუხი:  დიახ, არსებობს. არცერთი ფოტო არ უნდა იყოს ხუთ წელზე დიდი ხნის წინ გადაღებული.

კითხვა: რა ღირს განაცხადის შეტანა?
პასუხი: კონკურსში მონაწილეობა უფასოა.  

კითხვა: არსებობს თუ არა შეზღუდვა საკონკურსო განაცხადების რაოდენობაზე?

პასუხი: თითო მონაწილეს ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

კითხვა: შემიძლია იმ ფოტოს წარდგენა, რომელსაც ჯილდო აქვს მოპოვებული?

პასუხი: დიახ, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ნამუშევარი, რომელსაც ჯილდო აქვს მოპოვებული. თუმცა ახალი ნამუშევრების შექმნის წახალისებისა და ახალი იდეების ნაკადის შესანარჩუნებლად, ჩვენ ახალი ნამუშევრების წარდგენისკენ მოგიწოდებთ.

კითხვა: როგორ გავიგებ, პრიზი თუ მოვიგე?

პასუხი: ჩვენ გამარჯვებულებს მეილით დავუკავშირდებით და სიას ჩვენს ვებსაიტზე გამოვაქვეყნებთ.

კითხვა: მჭირდება თუ არა ჩემი ფოტოებისთვის მოდელთან შეთანხმების დოკუმენტის ქონა?

პასუხი: შეჯიბრში მონაწილეობის მიღებით კონკურსანტები ადასტურებენ, რომ ფლობენ საჭირო თანხმობას და ნებისმიერი სახის უფლებების გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რაც მათი ფოტოსერიებისთვისაა საჭირო.

კითხვა: რა იგულისხმება “ტექსტში”? როგორ უნდა მოვამზადო ის?

პასუხი: ტექსტი უნდა შედგებოდეს თქვენი პროექტის ინგლისურენოვანი აღწერისგან. ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 სიმბოლოს და მასში თქვენ უნდა ახსნათ პროექტის იდეა/ისტორია და წარმოადგინოთ ყველა სახის რელევანტური ინფორმაცია.

კითხვა: მიიღება თუ არა თანამშრომლობით შექმნილი პროექტები?

პასუხი: კონკურსზე დაშვებულია ფოტოგრაფიული დუეტების ან ფოტოგრაფიული კოლექტივების ავტორობით შექმნილი ფოტოპროექტები.

კითხვა: დაშვებულია დიპტიქის, ტრიპტიქის ან მრავალკადრიანი გამოსახულებების გაგზავნა?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ატვირთოთ დიპტიქები, ტრიპტიქები და მრავალი კადრისგან შემდგარი ნამუშევრები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითო საკონკურსო განაცხადი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 20 ატვირთული ფაილისგან. დიპტიქი ან ტრიპტიქი 1 ატვირთულ ფაილად ფასდება.

წესები და პირობები

ორგანიზატორების შესახებ

კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც ზრდის ცნობადობას ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და მხარდამჭერ პროექტებზე მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. პროგრამა ავსებს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. Fotofestiwal 2001 წელს ფოტოგრაფიასთან მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად დაარსდა. მას მერე ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ ფესტივალად იქცა. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან დააგროვა მდიდარი გამოცდილება შეჯიბრებათა ორგანიზებასა და შედეგთა წარმოჩენაში. 

კონტაქტები

familyconnections@fotofestiwal.com