თბილისში 11 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავი ზეიმი გაიმართება
აპრილი 8, 2024

თბილისში 11 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავი ზეიმი გაიმართება


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველა მსურველს ევროპის დღის აღსანიშნავ ზეიმზე იწვევს,  რომელიც 11 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. ევროპის დღე საქართველოში უკვე წლებია, აღინიშნება.

წელს სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიცაა ვიქტორინები და პრიზების გათამაშება. გარდა ამისა, მათ ელოდებათ ტრადიციული კერძები და გასართობი კულტურული პროგრამები.

სტუმრები ასევე გაეცნობიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს და გაიგებენ მეტს ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ევროკავშირის იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს. 

საზეიმო ღონისძიებებს შორის იქნება თოჯინური სპექტაკლი, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“, ხელოვნების ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და  „უნიკალური ქართული გემოს“ ბაზრობა ქართველი ფერმერებისგან.

გარდა ამისა, ევროპის დღე დამსწრეებს ევროკავშირის ღირებულებების, კულტურის, გარემოსა და მრავალი სხვა საკითხის შესახებ გამართულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების საშუალებასაც მისცემს. 

გახსნის ოფიციალური ცერემონია 11:30 საათზე დაიწყება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,