ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს
აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


10 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ევროკავშირისა და გერმანიის მიერ მხარდაჭერილი „აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების“ პროგრამა დაიწყო. 

ინიციატივის მიზანი აჭარის 39 სოფელსა და ნახევრად ურბანულ ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნაა. 

გახსნის ცერემონიით ქობულეთში სამშენებლო სამუშაოების დაწყება აღინიშნა. პროგრამის ფარგლებში ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე წყლის შვიდი რეზერვუარის, სამი სათავე ნაგებობისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ხუთი ნაგებობის აშენება იგეგმება. 

სამშენებლო სამუშაოები ასევე დაგეგმილია ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. 

„აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების“ პროგრამა  KfW ბანკის (43 მილიონი ევრო) და ევროკავშირის (6.95 მილიონი ევრო) თანადაფინანსებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი წვლილით (54.6 მილიონი ევრო) ხორციელდება. 

სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,