არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს
© European Union, 2019
აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


ევროკავშირის სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ყოველ მომდევნო დღეს მისი მომავალი სულ უფრო უიმედო ხდება, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავის ახლახან გამოქვეყნებულ ბლოგში, „არა, დრო რუსეთის მხარეს არაა“. 

თავის სტატიაში ბორელი უპირისპირდება რუსეთის მტკიცებებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით რეალურად არ ზარალდება და რომ უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიულ ომში დრო რუსეთის მხარესაა. 

ბორელის თქმით, რუსეთის ეკონომიკის სამხედრო მრეწველობაზე გადაწყობა უკვე აისახა უარყოფითად რუსეთის მრავალ რიგით მოქალაქეზე. ამის  მაგალითად მას მოჰყავს ის გარემოება, რომ გასულ ზამთარს რუსეთის რამდენიმე დასახლებაში ცენტრალური გათბობის სისტემები მწყობრიდან გამოვიდა. „თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება“, ამბობს ბორელი. 

ის ასევე წარმოაჩენს იმის მაგალითებს, თუ როგორ შეეხო ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფულეს. მისი თქმით, ქვანახშირსა და ნავთობზე ევროპის მიერ დაწესებული ემბარგოსა და ნავთობის ექსპორტზე დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილი ზღვრული ფასის შედეგად შემოსავალი, რომელსაც რუსული ეკონომიკა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, 2022 წლის გაზაფხულის მერე განახევრდა. 2022 წელს რუსეთის ეკონომიკამ ინფლაციის მკვეთრი ზრდაც განიცადა, 2022 წლის გაზაფხულიდან კი რუბლი მუდმივად უფასურდება. 

ბორელის თანახმად, რუსეთი უკვე განიცდის  მნიშვნელოვან „კაპიტალის გაქცევას“ და მისი სამრეწველო სისუსტეებიც მეტად აშკარა ხდება: „ომის დაწყების მერე რუსეთში ავტომობილების წარმოება განახევრდა. კოსმოსური ინდუსტრია, რომლითაც ერთ დროს ქვეყანა ასე ამაყობდა, დიდ განსაცდელშია. საჰაერო ტრანსპორტი ერთობ სახიფათო გახდა, რადგან ქვეყანას მისი შეკეთება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და სათადარიგო ნაწილების მოპოვება უჭირს“.

რუსეთი, რომლის მოსახლეობაც, მართალია, უკრაინისაზე სამჯერ უფრო დიდია, სინამდვილეში ევროკავშირის სანქციების შედეგად უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული, დასკვნის სახით ამბობს ბორელი. 

„დროის სვლასთან ერთად ამ სანქციების ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება, რადგან ადამიანური კაპიტალი იწურება, ინვესტიციების მოცულობა და ხარისხი მცირდება და რუსეთს აღარ მიუწვდება ხელი იმ მაღალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი მომავლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო“, აღნიშნავს ის.

დამატებითი ინფორმაცია

წაიკითხეთ სრული ტექსტი

ბორელის ბლოგი ქართულად 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,