EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს
აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


პროგრამა EU4Digital კლასტერის ან პოტენციური კლასტერის წარმომადგენლებს უფასო სერტიფიცირებულ ონლაინშეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

აღნიშნული მექანიზმი EU4Digital პროგრამის იმ ახალ აქტივობათა ნაწილია, რომელთა მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ინოვაციური კლასტერების მხარდაჭერაა. 

ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი კლასტერული ორგანიზაციები არიან მიწვეულები. ტრენინგის გავლა შეუძლიათ ყველა ზომის კლასტერებსა და პოტენციურ/პროტო-კლასტერებს ეკონომიკის ყველა სექტორიდან — იქნება ეს საერთაშორისო დონეზე ცნობილი მსხვილი ობიექტები თუ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი მცირე, რეგიონული ინიციატივები. 

ონლაინშეფასება 23 მაისამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და ტრენინგის ორგანიზატორია EU4Digital პროგრამის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციის მიმართულება. EU4Digital ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც მიზნად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისა და ევროკავშირის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას ისახავს. ICT ინოვაციის მიმართულების მიზანი კი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ინოვაციური და სტარტაპის ეკოსისტემების დაკავშირება, სამუშაო კავშირების დამყარების ხელშეწყობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებთან ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და ინსტრუმენტების გაზიარებაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 23, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,