#ShapeYourFuture

შემოუერთდი  ევროკავშირის მისიას, რომლის მიზანიცაა, გაგაცნოს შესაძლებლობები შენი პოტენციალის სრულად გამოსავლენად

უახლესი შესაძლებლობები

გსურს განათლების თუ გამოცდილების მიღება, ტრენინგის გავლა ან მოგზაურობა? ევროკავშირს საშენო შესაძლებლობები აქვს, რომლებიც ყოველკვირეულად ახლდება. გაეცანი უახლეს შესაძლებლობებს და შეიტანე განაცხადი!

ინსპირაცია სწავლისთვის

თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან აქტივისტი, ტრენინგს გადიხარ ან სამუშაოს ეძებ — ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს.

აღმოაჩინე ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობა, რათა არ გაუშვა შანსი ხელიდან! გახდი გამომწერი და მიიღე ახალ-ახალი ინფორმაცია შესაძლებლობებზე.

Erasmus+ ევროკავშირის საფლაგმანო პროგრამაა, რომელიც განათლებას, ტრენინგსა და ახალგაზრდებს უჭერს მხარს. მისი მეშვეობით ათასობით ახალგაზრდამ ისწავლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან ისარგებლა გაცვლითი პროგრამებით. პროგრამის მონაწილეები ჰყვებიან, როგორ დადებითად იმოქმედა ერაზმუსმა მათ თვითშეფასებაზე, პიროვნულ განვითარებასა და მსოფლმხედველობაზე. გაიგე, როგორ შეგიძლია, რომ შენც ჩაერთო საქართველოდან ამ პროგრამაში.

ამასთან, ევროკავშირს აქვს მრავალი სხვა პროგრამა და ინიციატივა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს კარიერული განვითარების, სწავლისა და მოგზაურობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

მართალია, ახალგაზრდობა უსაზღვრო შესაძლებლობებისა და ცვლილებების პერიოდია, თუმცა მას თან შეიძლება ახლდეს შფოთვის, მარტოობის, შიშისა თუ ბრაზის შეგრძნებები. აქ ნახავ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ იზრუნო საკუთარ და  გარშემო მყოფთა კეთილდღეობაზე სწავლისა და ახალი თავგადასავლების განმავლობაში.

ინსპირაცია კარიერისთვის

ევროკავშირის შესაძლებლობები დაგეხმარება, განივითარო პროფესიული უნარები, გზა გაიკვლიო ციფრულ სამყაროში ან ისწავლო ბიზნესგეგმის ბიუჯეტის შედგენა. ისარგებლე მენტორობით შენი სტარტაპის ან თემის მხარდასაჭერად, მოიპოვე დაფინანსება ბიზნესის დასაწყებად, გასავითარებლად და სხვათა დასასაქმებლად და გასაძლიერებლად. ან გამოიმუშავე ფასდაუდებელი სოციალური უნარები ახალგაზრდული გაცვლების ან მოხალისეობის მეშვეობით, რასაც შენი პერსპექტივებისა და კარიერის გარდაქმნა შეუძლია.

გაიგე მეტი შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოდანაა ხელმისაწვდომი.

ევროკავშირისგან ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც „ახალგაზრდული“ ჰქვია და ის პარტნიორობის ყველა სფეროს მოიცავს. 

ყალბი ახალი ამბებისა და საინფორმაციო ომის ეპოქაში ევროკავშირი EUvsDisinfo ინიციატივის ფარგლებში მუშაობს დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მოქალაქეებს ციფრული ინფორმაციისა და მედიამანიპულაციისადმი რეზისტენტობა გამოუმუშავდეს.

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში მეწარმეობას, გაძლიერებას, წვრთნას, უნარების გამომუშავებასა და დასაქმებას მრავალფეროვანი აკადემიური, სამოქალაქო, კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების, ინიციატივებისა და შესაძლებლობების მეშვეობით უწყობს ხელს.

გაიგე, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მრავალფეროვანი ინიციატივების მეშვეობით.

ინსპირაცია კავშირებისთვის

ფორმალური განათლება და კარიერის აწყობა ამბის მხოლოდ ნახევარია: ევროკავშირის ახალგაზრდული პროექტების ყოფილი მონაწილეები ერთხმად საუბრობენ ამ გამოცდილებით მიღებული კავშირების ღირებულებაზე — იქნება ეს მეგობრობა თუ საქმიანი კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში მიჰყვებათ. სწავლა და კავშირები ერთად იძლევა განვითარების უნიკალურ შანსს.

გამოიწერე ჩვენი არხები და გახდი ჩვენი მრავალფეროვანი ქსელის წევრი Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-სა და X-ზე.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი შესანიშნავი გზაა საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან დასაკავშირებლად. შენ აქ შეძლებ ახალი უნარების განვითარებას და დაუმეგობრდები ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

გახდი ჩვენი გამომწერი, თვალი გვადევნე სოციალურ მედიაზე და დაუკავშირდი ჩვენს ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს. პირველმა გაიგე ყველა იმ ახალ შესაძლებლობაზე, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

გაჰყევი ვარსკვლავურ მისიას

თავგადასავლების მოყვარული თორმეტი მოგზაური აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროკავშირის უკეთ გასაცნობ მისიაში ჩასართავად გაერთიანდა. ორი ქალაქი: რიგა და პრაღა. 12 რთული გამოწვევა მისიის წარმატებით შესასრულებლად. მათ წინ ევროკავშირის ფარულ საოცრებათა აღმოჩენა, საინტერესო ადამიანთა გაცნობა და სხვა ამაღელვებელი ამბები ელით. თვალი ადევნე მათ თავგადასავლებს!


#StarQuest

მისიის შესასრულებლად ჩვენი მოგზაურები 12 ვარსკვლავის საძიებლად გაემგზავრებიან. მათ მისიას  Facebook-ის, Instagram-ისა და LinkedIn-ის მეშვეობით შეგიძლია ადევნო თვალი.

გაჰყევი კატალინს, ელენიკოს, ელისეის, ჯაფარს, კაროს, ლინაკოს, ლუდმილას, ვაფას, იულიას, იულიასა და ზურას მოგზაურობაში.

გახდი გამომწერი და თვალი ადევნე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებს

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: [email protected]