ელექტრონული კურსი: რისკების შეფასება

კრის ბუტი

BBC მოსკოვისა და BBC-ის ბაღდადის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი

კრის ბუტმა სამ ათწლეულზე მეტი გაატარა მულტიმედიური შინაარსის წარმოების მიმართულებით. ის ათზე მეტი წლის განმავლობაში მოსკოვიდან მუშაობდა Sky-თვის, NBC-თვის, Associated Press მაუწყებლობისთვის და BBC-თვის, რაც საბჭოთა კავშირის ბიუროს უფროსად დანიშვნით დასრულდა. მოსკოვის შემდეგ, კრისი მუშაობდა BBC-ის ბიუროს უფროსად ბაღდადში, ასევე იკავებდა მაღალ თანამდებობებს BBC-ის მსოფლიო სამსახურის ნიუსრუმში. ბოლო წლებში კრისი წარმატებით უძღვება საკონსულტაციო მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია მედიის განვითარებაზე, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სპეციალიზაციით.


საყურადღებო შენიშვნები

მტრულ გარემოში მუშაობის და სამოქალაქო არეულობისას უდიდესი საფრთხეზე მზაობის ნაკლებობაა.

ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული არასწორ ვარაუდებთან ხშირად ცვლადი ფაქტორების შესახებ. მაგალითად, მობილური სიგნალის ან პოლიციის ტაქტიკის ხელმისაწვდომობა. მეორე რისკს კი ადგილზე მყოფი პერსონალის და ბაზაზე არსებული მემონტაჟეების მიერ სიტუაციის აღქმის არარსებობაა.

არამდგრადი მოვლენების განმავლობაში, საფრთხის ერთდროული აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია მათი ძირეული შერბილება, პერსონალის მიერ წერილიბითი და დინამიური, მეთოდური რისკების შეფასების კულტურის დამკვიდრებით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

წინამდებარე შენიშვნები და საკონტროლო სიის მიზანია დაზიანების ან სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაციელბლად, ამგვარი პროცესების ხელშეწყობა და მდგრადი და მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკის მხარდაჭერა.

— რისკების შეფასება


ყველაზე ეფექტურ, დამცავ ზომას, რისკების სტრუქტურული, წარმოსახვითი მსჯელობა წარმოადგენს: იგი არ წარმოადგენს რუტინას ან წარმატების დამაბრკოლებელ გარემოებას. რისკების შეფასების შექმნა და წარმოება უნდა წარმოადგენდეს ერთობლივ ვალდებულებას, რომელიც ეკისრება ორივე, ახალი ამბების პერსონალს და რეპორტიორებს: ეს არ უნდა იყოს სხვა ვინმეს პრობლემა.

ჯეროვანი რისკების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა ტიპის საფრთხე – საცრემლე აირიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაწყებული – უკიდურესად მკაცრი ამინდით და ყაჩაღობის ან დაინფიცირების რისკებით დამთავრებული – რომელთან ერთადაც, თავდასაცავად გიწევს ზომების მიღება.

ქვემოთ მოცემულია კატეგორიები, სადაც საჭიროა ამგვარი შეფასების განხორციელება.

ვინ მიდის?

პირადობის მოწმობის და/ან პასპორტის რეკვიზიტების და სისხლის ჯგუფის, საკონტაქტო პირის ან ახლო ნათესავების მითითება დაშავების ან დაპატიმრების შემთხვევაში . საჭიროა ფიქსერის, ფრილანსერების და მძღოლების მითითებაც.

არ დაგავიწყდეთ , როგორ ახდენს ზეგავლენას პირადობა უსაფრთხოებაზე. მაგალითად სქესი, რასა, კულტურა, რელიგია აღქმული ‘ბრენდი’ ან კომპანიის წევრობა, ასაკი და გამოცდილება. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ და ამავდროულად მინიმუმამდე შეამციროთ მათ მიერ შემდგომი რისკის შექმნა?

კარგად ცნობილი ჟურნალისტების ან მედია კომპანიების გამორჩევა, მტრულად განწყობილი ბრბოს ან სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრების მიერაა შესაძლებელი. რა დამატებითი საშუალება შეიძლება იყოს საჭირო, თქვენი საფრთისგან დასაცავად?

რატომ მიდიხართ?

რა მიზნები და მოლოდინები გაქვთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით? მიზნები განსაზღვრული გაქვთ თუ ისინი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული? როგორ გაიგებთ რედაქტორის მიზნებთან მიღწევის და უკან გამოსვლის საჭიროების შესახებ? ჯგუფში ვინ იღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღებაზე? დარწმუნდით,რომ თავიდან იცილებთ „მისიის ცოცვას“ – შემთხვევის ადგილზე საჭიროზე მეტი დროით დაყოვნებას.

სად მიდიხართ?

რა არის თქვენი დანიშნულების ადგილი? რა საფრთხის წინ შეიძლება აღმოჩნდეთ და რა დროს ჩახვალთ? რა შეთანხმება გაქვთ დადებული, მაგალითად დროზე მიუსვლელობის შემთხვევაში – რა შეიძლება მოიმოქმედოს ახალი ამბების პერსონალმა და ვის შეუძლია დაუკავშირდნენ? მაგალითად, არიან თუ არა იქ სხვა ჟურნალისტები, რომელთან დარეკვაც შეიძლება გადაუდებელი შემთხვევისას?

შესაძლებლობის ფარგლებში, წინასწარ მიდით სავარაუდო ლოკაციაზე. დაადგინეთ თავის დაღწევის გზები ან შენობის ადგილმდებარეობა, სადაც უსაფრთხოდ შეიძლევა მოვლენების გაშუქება. შეთანხმდით შეხვედრის ადგილზე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯგუფი გაიყოფა. მიაგნებთ ამ ადგილს სიბნელეში? ამობეჭდეთ ქუჩის რუკა, თქვენი მობილურის უმოქმედობის შემთხვევაში. წინასწარ დაადგინეთ გადაუდებელი დახმარების და დაკავების დეპარტამენტების ადგილმდებარეობა, თქვენი ჯგუფის წევრის დაკავების შემთხვევაში.

გაესაუბრეთ კოლეგებს ან სხვა ჟურნალისტებს, რომელმაც უკვე ან თქვენზე უკეთ იცის ეს ლოკაცია და მოვლენების განვითარება ( მაგრამ დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ ხვალინდელი დღე, დღევანდელის მსგავსი იქნება).

რას აკეთებთ, ან მიგაქვთ თან რისკების შესარბილებლად?

დამცავი აღჭურვილობა და პირველადი დახმარების ჩანთა

აირჩიეთ დავალებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა, იქნება ეს უბრალო სახის ნიღაბი საცრემლე გაზისგან თავდასაცავად თუ სრული აღჭურვილობა , ცეცხლსასროლი იარაღისგან თავდასაცავად. მნიშვნელოვანია მათი ზუსტად მორგება და მათ, სწრაფ მორგებაში დახელოვნება. დარწმუნდი, რომ კარგად იცნობთ პირველადი დახმარების ჩანთის შიგთავსს და მათი მოხმარების წესს. შეძლებთ მათ შორის საჭირო ნივთის მოძებნას სიბნელეში?

‘წვრილმანების ჩანთა

წინასწარ მოამზადეთ „წვრილმანების ჩანთა“– აუცილებელი ნივთებით სავსე რუკზაკი და შეინახეთ ახალი ამბების ოთახში მოულოდნელი გამგზავრების შემთხვევაში. ამაში შეიძლება შედიოდეს სათადარიგო ტელეფონი და დამტენი, გამოწერილი მედიკამენტები, დაპატიმრების შემთხვევაში ან ჰიგიენური ნივთები ქალისთვის. ასეთი ჩანთის შიგთავსისთვის შემოთავაზებული ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

მყარძირიანი ფეხსაცმელი, რაც საშუალებას მოგცემთ უსაფრთხოდ იაროთ რელიეფზე, სადაც შესაძლოა შეგხვდეთ მინის ნამსხვრევები, ნავთობი ან ცეცხლი. ფეხსაცმლის მსგავსად, ტანსაცმელი გარემოს შესაფერისი უფრო უნდა იყოს, ვიდრე კამერის ეკრანის. ექსტრემალური ტემპერატურისთვის, წაიღეთ ქუდი. ნურასდროს მოირგებთ კომუფლირებულ ან სხვა ტანსაცმელს, როლითაც მებრძოლს შეიძლება მიგამსგავსონ. წინასწარ განსაზღვრეთ, არის თუ არა საჭირო მოახდინოთ თქვენი, როგორც პრესსამსახურის თანამშრომლის იდენტიფიცირება – რადგან ზოგჯერ ჟურნალისტებს სამიზნედ ირჩევენ და ზოგჯერ კი პირიქით, გავლის ნებას რთავენ. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელიც სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.

საკომუნიკაციო გეგმა

როდის უკავშირდებით ახალი ამბების ოთახს და რას აკეთებთ, თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას? დღეს მობილურების ხანაა, თუმცა დარწმუნდით, რომ საკომუნიკაციო გეგმაში გათვალისწინებულია, მობილური ქსელის გაუმართაობის ან შეფერხებების შემთხვევები. როგორ გექნებათ ერთმანეთთან და ახალი ამბების ოთახთან კავშირი სატელეფონო კავშირის გარეშე? დაადგინეთ ინტერნეტ კაფეების და სატელეფონო ჯიხურების ლოკაციები. ამობეჭდეთ ტელეფონის ნომრები, თქვენი ტელეფონის დაკარგვის ან ბატარეის დაჯდომის შემთხვევაში.

მობილური ტელეფონის ჰიგიენა

დაპატიმრების რისკის გათვალისწინებით, თქვენი ტელეფონი შესაძლოა სამართალდამცავი ოფიცრების ხელთ აღმოჩნდეს, გაითვალისწინეთ, მეორე“სუფთა“ ტელეფონის გამოყენება , ჩვეულებრივი, საკონტაქტო სიის, სურათების და სოციალური მედიის ანგარიშების შემცველი, მობილური ტელეფონისგან განსხვავებით,რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ თქვენი დაპატიმრების ან დაკითხვის შემთხვევაში. (მეტი ინფორმაციისთვის, იხ. ციფრული უსაფრთხოების ჩანაწერები)

ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მძღოლები

დარწმუნდით, რომ თქვენს მძღოლს გააჩნია ავტომანქანის ყველა დოკუმენტაცია; რომ აღჭურვილია სათადარიგო საბურავით და დომკრატით; და რომ არ აქვს „ბრძოლის ველის“ სუვენირები“ მანქანაში. არასდროს დაიმგზავროთ მებრძოლი ან საპროტესტო აქციის მონაწილე . ნუ მიუახლოვდებით საგუშაგოს სიბნელეში. თუ მაინც მოგიწევთ, მიუახლოვდით ნელა, ჩართული შიდა განათებით და ხილვადი ხელების მოძრაობით.

დაპატიმრება

დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ძალადობა და დრამატულად და წამიერად გაამწვაოს სიტუაცია. დაიფარეთ ხელებით თავი და დაწექით, თუ გცემენ . ნუ შეეკამაათებით პოლიციას და სამხედრო მოსამსახურეებს. აჩვენეთ თქვენი პრესის აკრედიტაცია და რაც შეიძლება წყნარად სთხოვეთ უფროს ოფიცერთან გასაუბრება. დარწმუნდით, რომ იცით დაკავების ცეტრების , როგორც რისკების შეფასების ნაწილის, ლოკაცია.

როდის შეძლებ სიტუაციის ხელახლა შეფასებას?

სიტუაციის ცოდნა

ისეთი მოვლენების დროს, როცა აუცილებელია სწრაფად გადაადგილება, სერიოზული რისკის შემცველია მილაკოვანი მხედველობა. ორჯერ დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტ ხალხის ნაკადს გაჰყვე. იცით მაინც სად არის გასასვლელი? უფრო უსაფრთხო ხომ არ იქნება თემის აივნიდან გაშუქება, ვიდრე ადგილიდან? პოლიცია გამიზნულად ხომ არ უთითებს ხალხის ნაკადს მიმართულებას? ნუ მისცემთ ჯგუფს დაყოფის საშუალებას. ნუ შეეკამათებით საპროტესტო აქციის მონაწილეს ან მებრძოლს, თუ გთხოვენ გადაღების შეწყვეტას და ადგილის დატოვებას.

მუდმივად განაახლეთ რისკების შეფასება.

მოვლენების ცვლილებისთანავე იცვლება თქვენი გადაადგილებაც, დარწმუნდით, რომ რისკებიც მართვაც ასევე სწრაფად იცვლება. ეს არა მხოლოდ ადგილზე მყოფი პერსონალის , არამედ ახალი ამბების ოთახის თანამშრომლების პასუხისმგებლობაცაა. ვადაგასული დოკუმენტი თავად რისკს წარმოადგენს.

უკუბრიფინგი

ყოველი სამუშაო დღის შემდეგ, შეკრიბეთ ჯგუფი და განიხილეთ, რა განვითარდა კარგად და რას გააკეთებთ განსხვავებულად ხვალ. არსებობდა თუ არა კომუნიკაციის პრობლემები? არსებობს თუ არა განსაკუთრების საფრთხის შემცველი ზღვარი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია შემდეგში? რა ტაქტიკით მოქმედებდა პილიცია? ესაუბრეთ ახალი ამბების ოთახს – რა ახალ ამბებს ფლობენ ისინი? განაახლეთ რისკების შეფასება.

ტრავმის გაცნობიერება

ასეთ გარემოში მუშაობა როგორც ფსიქოლოგიური,ასევე ფიზიკური რისკების შემცველია. ტრავმულ მოვლენებს გავლენა შეუძლიათ მოახდინონ, რომელიც მხოლოდ სასხლეტის შემდეგ იგრძნობა, მაშინ როცა ფიზიკური გამოფიტვა, დეჰიდრატაცია და ცუდი კვება სწრაფად აუარესებს მენტალურ კეთილდღეობას.

ადგილზე არსებული ჯგუფების გადამზადება აუცილებელია, რომ შემჩნევისთანავე განაცხადონ ერთმანეთისთვის ტრავმის შემჩვნევის შესახებ, ხოლო ახალი ამბების ოთახმა კარბგად უნდა იცოდეს კოლეგებში ტრავმის შემთხვევების შემცირების გზები. ეს შესაძლოა გულისხმობდეს დასსვენებისთვის მეტი დროის მიცემას ან პროფესიონალური დახმარების გაწევას.

ყველა შემთხვევაში, მენეჯერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას და მიუდგნენ თანაგრძნობით . შოკურ მდგომარეობაში მყოფთა გამოჯანმრთელებისკენ პირველი ნაბიჯი მხარდამჭერი, ახალი ამბების ოთახის კულტურაა.
[დამატებითი ინფორმაცია მენტალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით იხილეთ სხვა ჩანაწერებში]


შესაძლო გამგაზვებისთვის, წინასწარ მოამზადეთ „წვრილმანების ჩანთა“ შემოთავაზებული შიგთავსით:

  • სახის ნიღაბი და წყლის ბოთლის საცრემლე აირის შემთხვევაში
  • ქუდი – ცხელი ან ცივი ამინდისთვის
  • დატენილი ბატარეის მქონე, სუფთა მობილური ტელეფონი
  • მედიკამენტები და ტკივილგამაყუჩებლები, დაკავების შემთხვევაში 
  • პირველადი დამხარების ყუთი
  • ნაღდი ფული, ბანკომატების გაუმართაობის შემთხვევაში
  • მზისგან დამცავი და მწერისგან დამცავი საშუალება
  • ტამპონები და ჰიგიენური ხელსახოცები
  • თავზე დასამაგრებელი ფარანი 
  • ზედმეტი ბატარეები
  • მრავლფუნქციური აპარატი
  • წებოვანი ლენტა
  • ამობეჭდილის ქალაქის რუკა
  • ამობეჭდილი ძირითადი ტელეფონის ნომრები
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და აკრედიტაციის ასლები
  • ენერგეტიკული ბატონები და (მეტი) წყლის ბოთლი

ქეისტოფერ ბუთი, BBC ბიუროს უფროსი იყო მოსკოვში და ბაღდათში. იგი აშუქებდა საომარ და სამოქალაქო არეულობის მოვლენებს ჩეჩნეთში, უკრაინაში, საქართველოში, მოსკოვში, ავღანეთში, ერაყში, კოსოვოსა და სერბეთში.


Related content


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,