პროგრამა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის, IJ4EU Impact Award ჯილდოსთვის 2026 წლის ნომინანტების მიღებას იწყებს
მარტი 12, 2026

პროგრამა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის, IJ4EU Impact Award ჯილდოსთვის 2026 წლის ნომინანტების მიღებას იწყებს


პროგრამა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის (IJ4EU), ყოველწლიური ჯილდოს, IJ4EU Impact Award, 2026 წლის ნომინანტების მიღებას იწყებს. კონკურსი ევროპაში საზღვრებსშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის (ECPMF) მიერ IJ4EU ფონდის სახელით მართული ჯილდო პატივს მიაგებს საგამოძიებო გუნდებს, რომელთა რეპორტაჟებმაც მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა, დაიცვეს ჟურნალისტური სიზუსტე და აჩვენეს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ეფექტიანობა. 

დამოუკიდებელი ჟიური სამ თანაფარდ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაგან თითოეული 5,000 ევროს ოდენობის პრიზს მიიღებს. გამარჯვებულები 2026 წლის სექტემბერში ევროპის საგამოძიებო ჟურნალისტური თემის საფლაგმანო შეკრებაზე, IJ4EU UNCOVERED კონფერენციაზე გამოვლინდებიან.

ჯილდოს მიღება შეუძლია საზღვრებსშორის გამოძიებას, რომელიც პირველად 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა ნებისმიერი სანდო მედიუმით, იქნება ეს პრესა, სამაუწყებლო ტელევიზია თუ რადიო, ონლაინგამოცემები, დოკუმენტური კინო, მულტიმედიური ფორმატები და პოდკასტები. 

ნომინანტობისთვის  საგამოძიებო გუნდის წევრები უნდა იყვნენ სულ მცირე ორი ევროპული ქვეყნიდან, რომელიც სრულადაა ჩართული IJ4EU-ის ძირითადი დამფინანსებლის, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის სექტორთაშორის მიმართულებაში

ამ ქვეყნებს შორისაა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და რამდენიმე არაწევრი ქვეყანა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ნორვეგია, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია. გუნდში ასევე შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი წევრები, მაგრამ ეს გუნდი, ამასთან, ძირითად გეოგრაფიულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. 

კრიტერიუმებთან შესაფერისობა განისაზღვრება რეზიდენტობით (საცხოვრებელი და სამუშაო ადგილით) და არა ეროვნებით (მოქალაქეობით).

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 23 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

IJ4EU Impact Award

დახურვის თარიღი:

აპრილი 23, 2026


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,