ამ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ელჩებთან და დიპლომატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტს „ევროპის გუნდის“ საერთო მისიის ფარგლებში ეწვია.
ვიზიტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან და შვედეთიდან, გამოკვეთა, თუ როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებზე: ახალგაზრდების გაძლიერებაზე, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაზე, თემების განმტკიცებასა და ქვემო ქართლის მსგავსი რეგიონების მდგრად განვითარებაზე.
„ახალგაზრდებთან იდეების ცოცხალი გაცვლიდან დაწყებული, მეწარმეების ამბიციური სულისკვეთებით დასრულებული, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დახმარების რეალურ გავლენას“, — აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ, — „უკვე 30 წელია, რაც ‘ევროპის გუნდი’ დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს — და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“.
ვიზიტი დაიწყო ბოლნისის სიონის ტაძარში, რის მერეც დიპლომატები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში (ALE Center) დიპლომატებმა ახალგაზრდებთან გამართეს ღია დისკუსია განათლების, დასაქმებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი შესაძლებლობების შესახებ.
დიპლომატები ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს და უშუალოდ იხილეს, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები მცირე ბიზნესის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,