Next-IJ-ის ტრანსსასაზღვრო ჟურნალისტურ საგამოძიებო ტრენინგზე განაცხადების მიღება დაიწყო
აპრილი 10, 2026

Next-IJ-ის ტრანსსასაზღვრო ჟურნალისტურ საგამოძიებო ტრენინგზე განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივა Next-IJ-ის ტრანსსასაზღვრო საგამოძიებო ონლაინტრენინგის აპრილის გამოშვებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. 22 აპრილს დაგეგმილი ტრენინგი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავეთათვის ახალი, ინოვაციური სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზებას ისახავს მიზნად. 

ინიციატივა ეძებს ჟურნალისტიკაში მომუშავე პროფესიონალებს (მათ შორის ფრილანსერებს), რომლებიც კარიერის შუა საფეხურზე იმყოფებიან და დაფუძნებულები ან პროფესიულად დაკავშირებულები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ ქვეყნებთან (მათ შორის საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან).

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, მონაცემთა ჟურნალისტიკაში და/ან სიღრმისეულ რეპორტინგში. უპირატესობად ჩაითვლება საგამოძიებო პროექტებში მონაწილეობა. ასევე აუცილებელია ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა.

ტრენინგს ჩაატარებენ საგამოძიებო ექსპერტები ორგანიზაციული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტიდან (OCCPR) და Transcrime – Università Cattolica del Sacro Cuore-იდან. პროგრამა ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნიკებზე, ინსტრუმენტებსა და ტრანსსასაზღვრო სტრატეგიებზე, რომლებიც რეალური გამოძიებებისას გამოიყენება. მონაწილეები ისწავლიან, როგორ „გაჰყვნენ ფულის კვალს“, მიადევნონ თვალი აქტივების მოძრაობას საზღვრებს შორის, გამოავლინონ კორპორაციათა ფარული მფლობელები, Aleph Pro-სა და DATACROS-ის გამოყენებით გააანალიზონ რთული მონაცემთა ბაზები და კანონიერად და ეთიკურად გამოიყენონ მონაცემები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები OCCRP-ის ოფიციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. შერჩეულ მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ კოლაბორაციულ საგამოძიებო ღონისძიებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აპრილი. 

Next-IJ ხორციელდება  ორგანიზაციული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP), Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)-ის (კერძოდ, Transcrime-ის, ინოვაციასა და დანაშაულზე საერთო კვლევითი ცენტრისა და ჟურნალისტიკის სკოლის მეშვეობით) და მედიის განვითარებისთვის გლობალური ფორუმის (GFMD) ხელმძღვანელობით.

ევროკომისიის ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EECEA) მიერ მხარდაჭერილი Next-IJ ევროპელ ჟურნალისტებს, ნიუსრუმებსა და მედიასაშუალებებს თანამედროვე ინსტრუმენტებითა და ცოდნით ამარაგებს, რათა მათ შეძლონ, ეფექტიანად ებრძოლონ კორუფციას, ფინანსურ დანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

დახურვის თარიღი:

აპრილი 15, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,