4 მაისს ევროპარლამენტმა კონკურსისთვის, დაფნე კარუანა გალიციას პრიზი ჟურნალისტიკაში, განაცხადების მიღება მეექვსედ გამოაცხადა.
„ცხრა წელი გავიდა მას მერე, რაც დაფნე კარუანა გალიცია სასტიკად მოკლეს და ჟურნალისტებს მსოფლიოს გარშემო კვლავ ავიწროებენ, ემუქრებიან, კლავენ. ევროპარლამენტი გვერდით უდგას მათ სამართლიანობისთვის ბრძოლაში “, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
პრიზი ყოველ წელს 16 ოქტომბრისთვის (დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის დღე) გაიცემა.
კონკურსი ყოველწლიურად აჯილდოებს გამორჩეულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს, რომლებიც ევროკავშირის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს იცავს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ ნებისმიერი ეროვნების პროფესიონალ ჟურნალისტებსა და პროფესიონალი ჟურნალისტებისგან შემდგარ გუნდებს. მათ უნდა წარადგინონ ანალიტიკური ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთი ქვეყნის მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნდა.
20,000 ევროს ოდენობის წლიური ჯილდო გამარჯვებულს 2026 წლის ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გადაეცემა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ივლისი.
2024 და 2025 წლებში პრიზები გადაეცა ჟურნალისტურ გამოძიებას დაკარგულ ბავშვ მიგრანტებზე („ევროპაში დაკარგულები“) და Follow the Money-ის („გაჰყევი ფულის კვალს“) მიერ კოორდინირებულ ერთობლივ გამოძიებას რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,