ბრიუსელი მასპინძლობს ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში“
აპრილი 24, 2026

ბრიუსელი მასპინძლობს ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში“


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ბრიუსელში უმასპინძლა ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში”.

გამოფენა ფოკუსში აქცევს საქართველოს წარსულის ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ქართველი ფოტო-დოკუმენტალისტების მიერ არის გადაღებული. ამასთანავე, გამოფენა წარმოადგენს პატივისცემის გამოხატულებას იმ დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტების გამძლეობის, პროფესიონალიზმის და სიმამაცის მიმართ, რომლებიც ხშირად რთულ პირობებში აგრძელებენ მუშაობას რეალობის დოკუმენტურად ასახვის მიზნით.

„საქართველო ფოკუსში“ აერთიანებს ფოტოებს, რომლებიც შეგროვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრავალწლიანი ინიციატივის ფარგლებში სახელწოდებით „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“.

ამ ფოტოებზე გამოსახულია ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად ევროპელი ხალხია და მისი ღირსეული ადგილი ევროპაშია. მე მაქვს იმის იმედი, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება,“ განაცხადა გამოფენის გახსნაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოფენა, რომელმაც  უკვე მოიარა საქართველოს რამდენიმე ქალაქი, ბრიუსელში მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,