თბილისში გამართულ ცერემონიალზე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თებერვალი 9, 2026

თბილისში გამართულ ცერემონიალზე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, გამარჯვებულები მეთოთხმეტედ გამოავლინა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმსა და ეთიკური ნორმების გაძლიერებას უწყობს ხელ. 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2025 წელს შვიდ კატეგორიაში გაიცა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება, ნამუშევარი;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – ბასტი მგალობლიშვილი, პუბლიკა, ნამუშევარი;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – სტუდია მონიტორი, ნამუშევარი
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მინდია გაბაძე, პუბლიკა, ნამუშევარი
  • ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – თამუნა ჩქარეული, პროექტი 64, ნამუშევარი
  • საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – ნათია ლევერაშვილი, პუბლიკა, ნამუშევარი;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – არსენ სებისკვერაძე, მედიასკრიპტუმი, ნამუშევარი

პრიზების გადაცემის ყოველწლიურ ცერემონიალზე დამსწრეებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„დამოუკიდებელი მედია საქართველოში განიცდის მზარდ წნეხს, მისი რესურსები იკლებს, ხოლო სამართლებრივი გარემო სულ უფრო მტრული ხდება. მიუხედავად ამისა, თქვენ აგრძელებთ გამოძიებას, გადამოწმებასა და ინფორმირებას. ეს არა მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიული გამარჯვებაა, არამედ, მთელი ქართული საზოგადოებისთვისაც ჭეშმარიტი სარგებელი არის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, – „სანამ ჟურნალისტები აგრძელებენ საქმიანობას, ხალხი არ იქნება სიბნელეში. ის შეინარჩუნებს კავშირს  ფაქტებთან, კონტექსტსა და რეალობასთან“.

ელჩმა, ამასთან, დაპატიმრებულ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზეც ისაუბრა.

„თავისი მტკიცე კეთილსინდისიერებით მან დაიცვა გამოხატვის თავისუფლება უზარმაზარი პირადი დანაკარგის ფასად. როგორც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი, იგი მორალური სიცხადისა და იმ რწმენის განსახიერებაა, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება ხალხს და არა ძალაუფლებას“, აღნიშნა ჰერჩინსკიმ. 

დამატებითი ინფორმაცია

ცერემონიალის ვიდეო Facebook-ზე

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის სიტყვა 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,