აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად
დეკემბერი 19, 2022

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად


თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“, ევროკავშირის და საერთაშორისო ბაკალავრიატის მხარდაჭერით, აცხადებს 2023/2024 სასწავლო წლის კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთაც 16-17 წელი 2023 წლის 1 სექტემბრამდე შეუსრულდათ.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 20 მოსწავლე, რომლებსაც საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ევროპული სადიპლომო პროგრამის გასავლელად სრული სტიპენდია მიენიჭებათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 მარტი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სასკოლო პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემაა.

სასტიპენდიო პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ 2-წლიანი სრული სტიპენდია ექვსივე ქვეყნის 145-მა მოსწავლემ მოიპოვა. 2022 წლისათვის ევროპული სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით მოსწავლეთა სამმა ნაკადმა დაამთავრა — მთლიანობაში, 105-მა მოსწავლემ, რომელთა შორის 72 გოგო და 33 ბიჭია. სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა ისეთ მრავალფეროვან სფეროებში გააგრძელეს, როგორებიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, მედია და კომუნიკაციები, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა, მედიცინა, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ახალი შენობა თბილისის მახლობლად, ლისის ტბის მიმდებარედ ამჟამად შენდება. ის მოსწავლეებს კარს 2024 წლის სექტემბერში გაუღებს.

სკოლის და საკონკურსო შერჩევის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე. მასალა ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და სომხურ ენებზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 16, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,