თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

მარტი 4, 2026

  • საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?
  • მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის ახალ საფეხურზე გადასაყვანად: აქვს ევროკავშირს შესაძლებლობები, რომლითაც შემიძლია ვისარგებლო?
  • არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ახალი უნარების ათვისება მსურს: შეუძლია ევროკავშირს ჩემი დახმარება?
  • არიან სხვა ჩემნაირი ქალები, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით დაიწყეს?თ დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?
  • ვის შემიძლია ვთხოვო დახმარება?
ბარათი %1 %2-დან

საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, რომლებიც მოგამარაგებენ რჩევებით, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას  და გამოგიყოფენ დაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

2013 წლიდან მოყოლებული, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) გასცემს ინფორმაციას, ტრენინგს, რჩევებსა და ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში, რა გზითაც ათასობით ფერმერი იღებს სარგებელს, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ ქვემოდან ზემოთ მიმართული დაგეგმარების მეშვეობით. პროგრამის ბოლო ფაზა გასულ წელს დასრულდა, თუმცა აქ გაეცნობით პროგრამის მიერ მხარდაჭერილი იმ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სიას, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგიწევენ დახმარებას.

სხვა პროგრამები, როგორებიცაა World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ განხორციელებული მწვანე გურია, ასევე მხარს უჭერენ პროფესიულ განვითარებასა და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას. მოინახულეთ World Vision-ისა და CENN-ის Facebook-ის გვერდები, რათა გაეცნოთ ამ და სხვა პროგრამების ფარგლებში ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს.

პროგრამა, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. იმ ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან, რომლებიც ამ ინიციატივაში საქართველოდან არიან ჩართულები, ორი — ქუთაისი და ბათუმი — ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს — მათ შორის, მეწარმეობისა და ინოვაციის მხარდასაჭერად. 

დამატებით, EU4Youth პროგრამამ დაიწყო პროექტების სერია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებასა და მეწარმეობას, მათ შორის ტრენინგებისა და სტაჟირებების მეშვეობით. EU4Youth პროექტების წინა სერიის  ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების განმავითარებელი ასობით აქტივობა, რომელთა ბენეფიციარების 75% ქალები იყვნენ. ასევე განხორციელდა სტაჟირებები და ტრენინგები, გაიცა გრანტები ახალი ბიზნესების დასაწყებად და შეიქმნა სამი ინოვაციური ცოდნის ჰაბი გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში. თვალი ადევნეთ EU4Youth-ის გვერდს, რათა არ გამოგეპაროთ უახლესი შესაძლებლობები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ პროგრამებისა და მათ ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე. 

მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის ახალ საფეხურზე გადასაყვანად: აქვს ევროკავშირს შესაძლებლობები, რომლითაც შემიძლია ვისარგებლო?

თუ ბიზნესის განვითარება გსურთ, რჩევებისა და დაფინანსების მიღება შეგიძლიათ EU4Business ინიციატივისგან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უჭერს მხარს კერძო სექტორს. 

კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა სპეციფიკურად ქალების მიერ მართულ ბიზნესებს სთავაზობს სესხებს, ტრენინგსა და საკონსულტაციო მომსახურებას. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან, საქართველოს ბანკთან, თიბისი ბანკთან და პროკრედიტ ბანკთან, რათა ქალ მეწარმეებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების მიწოდებით დაეხმაროს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ ვებსაიტს ან ადგილობრივ ფილიალს.

სესხების გაცემის გარდა, მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა გთავაზობთ ტრენინგსა და სუბსიდირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ქალების მიერ მართული ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.

ისეთი პროგრამები, როგორიცაა UNDP-ის მიერ განხორციელებული წვდომა საექსპორტო ბაზრებზე (IA2M), ქალების მიერ მართულ ბიზნესებს კონკურენტუნარიანობისა და ციფრული საქმიანობის გაძლიერებაში ეხმარება. ამასთან, პროექტები, რომელთა რიცხვშიცაა World Vision-ის მიერ განხორციელებული მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება და QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, ხელს უწყობენ მდგრადობასა და ხარისხიანი სტანდარტების დაწესებას ქალების მიერ მართულ ბიზნეს-წამოწყებებში, ხოლო GEFF საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე ფოკუსირებულ საკონსულტაციო მომსახურებას გასცემს. მეტის გასაგებად და მხარდაჭერის მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ ამ პროგრამების განმახორციელებელ პარტნიორებს. 

EU4Business ინიციატივის მიერ პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამების მეშვეობით ასევე ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესსესხები — იქნება ეს მიკროდაფინანსება თუ მსხვილი საინვესტიციო სესხი. ყველა იმ სესხისა თუ გრანტის სანახავად, რომელიც საქართველოში მოქმედი მცირე ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, ეწვიეთ EU4Business-ის ვებსაიტს.

მცირე სესხები (საშუალოდ 14,300 ევროს მოცულობით) ასევე ხელმისაწვდომია ინიციატივის, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), მეშვეობით. ამ სესხებით სარგებლობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მომუშავე და 10-ზე ნაკლები თანამშრომლის მქონე მცირე ბიზნესებს.

სუბსიდირებული საკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია EBRD-ის პროგრამით, რჩევები მცირე ბიზნესებისთვის. ამ ინიციატივის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციები, ხარისხის მართვა, ენერგოეფექტიანობა, ფინანსების მართვა და სხვა. პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებს აკავშირებს როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან, ასევე საერთაშორისო მრჩევლებთან, რომლებსაც უამრავი პროფილის ბიზნესების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა შეუძლიათ. EBRD მხარს უჭერს ისეთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესებს, როგორიცაა კვება და სასმელი, საბითუმო და საცალო დისტრიბუცია და მშენებლობა და ინჟინერია. ამ პროგრამის მეშვეობით უკვე მხარდაჭერილ პროექტთა თითქმის 30 პროცენტი თბილისის გარეთ ფუნქციონირებს.

თუ მოქმედ სოციალურ საწარმოს ფლობთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ, მხარდაჭერა აქციოსგან მიიღოთ. ესაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო გავლენის ფონდი საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის. ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის,  ნაწილად შეიქმნა. პროექტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტირების განვითარება იყო. აქციოს მისიაა, დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს, გაზარდონ ბიზნესი და სოციალური გავლენა. ფონდი გასცემს დაფინანსებას და ასევე სთავაზობს სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებულ ორგანიზაციული განვითარების სერვისებს სტრატეგიული მართვის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ პროგრამებისა და მათ ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ახალი უნარების ათვისება მსურს: შეუძლია ევროკავშირს ჩემი დახმარება?

ტრენინგი და უნარების განვითარება საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ ევროკავშირი მნიშვნელოვან დაფინანსებას გასცემს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) მიმართულებებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, უნარები წარმატებისთვის, დახმარებით შეიქმნა ახალგაზრდობის შესაძლებლობების ონლაინპლატფორმა — https://youthplatform.gov.ge — რომელიც ერთ ადგილას უყრის თავს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო, ტრენინგის და დასაქმების ყველა შესაძლებლობას როგორც სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. პროექტმა, რომელიც 2023 წელს დასრულდა და ორგანიზაციის, გადავარჩინოთ ბავშვების მიერ განხორციელდა, რეგიონებში დააარსა ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც ახალგაზრდებს მენტორების მხარდაჭერით თავიანთი ბიზნესიდეების განვითარება შეუძლიათ.

ევროკავშირის მიერ Skills4Jobs პროგრამის ნაწილად დაფინანსებული ინიციატივის, ადგილობრივი ქსელური ინვესტიციები ცოდნისა და უნარების გაზიარების მიზნით (LINKS), ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში — აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში — ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრები დაარსდა. ცენტრები 15-29 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს რიგ აქტივობებს ბაზრისთვის რელევანტური ისეთი უნარებისა და კომპეტენციების გასავითარებლად, როგორიცაა ციფრული და კომპიუტერული წიგნიერება, ინგლისური ენა, სამეწარმეო უნარები და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და სოციალური სტარტაპების დაფინანსება. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ განხორციელებული ინიციატივა, „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ (2024-2026), ICT სექტორში ქალების ციფრული უნარების განვითარებას უჭერს მხარს. ამ მიზანს ემსახურება ახალი კურსების და ხუთთვიანი ინტენსიური სწავლა-სწავლებისა თუ მენტორობის პროგრამების შექმნა. ასევე, ხელი ეწყობა დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას სწრაფად მზარდ ტექნოლოგიების სფეროში მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მომავალი შესაძლებლობების სანახავად თვალი ადევნეთ BTU-ის Facebook-ის გვერდს.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებითაც სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ, შეუერთდეთ საქართველოს ათასობით ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით ან  ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში საზღვარგარეთ მოხალისედ მუშაობით.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას იღებთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებსა და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაეცანით არსებულ შესაძლებლობებს და განაცხადის შეტანის პირობებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ პროგრამებისა და მათ ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.

არიან სხვა ჩემნაირი ქალები, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით დაიწყეს?თ დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

ასეთი ქალები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ! 

2024 წელს საქართველოში EU4Business ინიციატივის ფარგლებში 40,801 მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო მხარდაჭერა, რის შედეგადაც დამატებით 261.4 მილიონი ევროს ოდენობის მოგება გამომუშავდა და 51,976 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, საწარმოებმა ბრუნვა — 12.6%-ით, ხოლო ექსპორტი 12.6%-ით გაზარდეს. ამ ბიზნესთა თითქმის მესამედს ქალები ფლობენ!

ვის შემიძლია ვთხოვო დახმარება?

EU4Business ინიციატივის ფარგლებში მოქმედი პროექტებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ ცნობებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ EU4Business-ის პორტალს საქართველოსთვის. ვებსაიტზე თავმოყრილია დეტალები სესხებსა და გრანტებზე და ბიზნესის განვითარების სერვისებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალფეროვანი პროექტებით შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ დეტალებისა და ბმულების სანახავად თვალი ადევნეთ eu4georgia.eu ვებსაიტს, განსაკუთრებით კი — შესაძლებლობების განყოფილებას.

განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით Erasmus +-ის საქართველოს ეროვნულ ოფისს, ხოლო ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებთან გასაცნობად თვალი ადევნეთ Facebook-ის გვერდს, Erasmus + ახალგაზრდებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ პროგრამებისა და მათ ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე. 

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,