გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში
აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები და/ან ახალი სოციალური საწარმოებისთვის. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და მდგრადი სოციალური საწარმოს შესაქმნელად დამატებითი რესურსები სჭირდებათ. გრანტის მიღება შეუძლიათ საწარმოებს, რომლებიც ხელს უწყობენ დასაქმებას, უზრუნველყოფენ სოციალურ მომსახურებას და მხარს უჭერენ ყურადღებამოკლებული რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარებას. საწარმოები ასევე შეიძლება მუშაობდნენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება, გარემოს დაცვა, სპორტი, ხელოვნება, კულტურა, განათლება, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, მეცნიერება, ინოვაცია და სხვა. 

დამწყები სოციალური საწარმოს მიერ მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15,000 ევროს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების სულ მცირე 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მაისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 20, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,