ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამამ ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური მობილობის მეორე კონკურსი გამოაცხადა. მობილობის გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა 40 ქვეყანას შორის საქართველოს წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.
კონკურსზე დაიშვებიან, სულ მცირე, 18 წლის ხელოვანები ან კულტურის სფეროს პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინის, მოდის, ლიტერატურის, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ან საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით.
კონკურსანტს ასევე უნდა ჰყავდეს საერთაშორისო პარტნიორი, ვისთან ერთადაც იმუშავებს კულტურის სფეროს პროექტზე.
პროგრამა გამარჯვებულებს უზრუნველყოფს მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯებით და სხვა დამატებითი მხარდაჭერით. თითოეული გრანტის ოდენობა ინდივიდუალურად გამოითვლება.
განაცხადების მიღების მეორე რაუნდი 2024 წლის 31 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) განაცხადებს მუდმივად მიიღებს და ბოლო ვადის გასვლამდე, ყოველი თვის ბოლოს შეაფასებს მიღებულ წინადადებებს.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,