„რა? სად? როდის?“: ევროკავშირი ქართველი ახალგაზრდებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს 
ივნისი 13, 2023

„რა? სად? როდის?“: ევროკავშირი ქართველი ახალგაზრდებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს 


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 10 ივნისს პოპულარული თამაშის, „რა? სად? როდის?“, ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო.  

თამაშისთვის კითხვები იმგვარად მომზადდა, რომ ახალგაზრდებმა  გასართობი და ინტერაქტიური ფორმით შეძლონ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.

წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, თბილისის თერთმეტ რაიონში და, ასევე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობა და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება მერვე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ.

„ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზა ყველას საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ“, — აღნიშნა აგატა ნიებოიმ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,