ქუთაისის „მამების სკოლა“ მომლოდინე და ახალბედა მამების ახალ ნაკადს იღებს
ოქტომბერი 28, 2022

ქუთაისის „მამების სკოლა“ მომლოდინე და ახალბედა მამების ახალ ნაკადს იღებს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მომლოდინე და ახალბედა მამებს ქუთაისის „მამების სკოლის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

პროგრამა ცხრა გაკვეთილისგან შედგება. მათი საშუალებით მამები უკეთ გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორსული პარტნიორის თუ ბავშვის მოვლა, პირველადი დახმარება, გენდერული თანასწორობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონტრაცეფცია და სხვა.

გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით ჩატარდება და თითოეული მათგანი 2 საათს გაგრძელდება. პირისპირ შეხვედრების გარდა, ასევე გაიმართება დისტანციური შეხვედრებიც.

„მამების სკოლაში“ დასარეგისტრირებლად საჭიროა ამ ონლაინ ფორმის შევსება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

„მამების სკოლა“ პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ნაწილია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

იმავე თემაზე

მამების სკოლები: ინიციატივა, რომელიც ოჯახების კეთილდღეობასა და გენდერულ თანასწორობაზე ზრუნავს

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,