საშემსრულებლო ხელოვნებაში ტრანსსასაზღვრო ტურნეების დამფინანსებელმა ინოვაციურმა ევროპულმა პროგრამამ, Perform Europe, რიგით მესამე კონკურსი გამოაცხადა. „შემოქმედებითი ევროპის“ 41 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ინოვაციური ტურნეების შესახებ წარდგენილი წინადადებებისთვის საერთო ჯამში 1.4 მილიონი ევროა გამოყოფილი.
მთლიანი დაფინანსების 5% იმ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობას ან უკრაინის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერას ისახავენ მიზნად.
Perform Europe სულ მცირე 25 პარტნიორობას გადასცემს გრანტს.
გრანტის მიღება სამ კატეგორიაში არის შესაძლებელი: 15 000 ევროს ოდენობის მცირე ზომის გრანტი, 25 000 ევროს ოდენობის საშუალო ზომის გრანტი და 55 000 ევროს ოდენობის დიდი ზომის გრანტი.
გრანტის კატეგორიის განსაზღვრასთან ერთად, პარტნიორობებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ფინანსები მდგრადობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თითოეულ პარტნიორობას შეუძლია მოითხოვოს ხელმისაწვდომი დამატებითი დაფინანსების ნებისმიერი კომბინაცია, თუმცა ერთი პროექტისთვის მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ევროს. პროექტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დაფინანსება, დამატებითი დაფინანსების ჩათვლით, 60 000 ევროს შეადგენს. ეს ზღვარი პროგრამის დამფინანსებელმა, ევროკავშირმა დაადგინა.
კონკურში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციასა და პროფესიონალს, რომელიც მუშაობს საშემსრულებლო ხელოვნების სექტორში და სამართლებრივად რეგისტრირებულია „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთ ქვეყანაში (მათ შორის ევროკავშირის არაწევრ 14 მონაწილე ქვეყანაში).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ოქტომბერი.
განაცხადების მიღების პერიოდში Perform Europe გამართავს კონკურსთან დაკავშირებულ დამხმარე სესიებსა და საინფორმაციო, მარკეტინგულ და ცოდნის გაზიარებაზე კონცენტრირებულ ღონისძიებებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,