საქართველო: მწვანე ბანაკი კახეთსა და აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
ივნისი 25, 2026

საქართველო: მწვანე ბანაკი კახეთსა და აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) გამოაცხადა მიღება შვიდდღიან მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. აქტივობა დაგეგმილია 2026 წლის 20-26 ივლისს. ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიმართება.

ბანაკის მიზანია გააცნოს ახალგაზრდებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები.  მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და ეწვევიან პროგრესულ კომპანიებს, რომლებმაც უკვე წარმატებით დანერგეს ცირკულარული მოდელები თავიანთ საქმიანობაში.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ კახეთსა და აჭარაში მცხოვრებ 15-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში და საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ივლისი, 18:00 საათი.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.

მწვანე ბანაკი „ცირკულარული მომავალი“ ორგანიზებულია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოში და ხორციელდება CENN-ის მიერ ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 2, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,