ევროკომისიაში ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებების გასავლელად რეგისტრაცია დაიწყო. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის მარტიდან დაიწყებენ.
მსურველებს განაცხადების შეტანა 1,000-მდე პოზიციაზე შეუძლიათ. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ევროკომისიის დეპარტამენტებში, სამსახურებსა და სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული.
განაცხადების შეტანის უფლება აქვს ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, პოზიციების შეზღუდული რაოდენობა კი განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
სტაჟირება ორი სახისაა: ადმინისტრაციული სტაჟირება და მთარგმნელობითი სტაჟირება, რომლის გავლაც კონკრეტულად თარგმანის გენერალურ დირექტორატშია (DGT) შესაძლებელი. ამასთან ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში (JRC) სამეცნიერო სტაჟირებებიცაა ხელმისაწვდომი.
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ან მისი ეკვივალენტური ხარისხი და არ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ინსტიტუტებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება. მათ კარგად უნდა იცოდნენ ევროკავშირის მინიმუმ ორი ენა, რომელთაგან ერთი-ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს.
სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.
შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1,376.89 ევროს ოდენობის გრანტს საცხოვრებელი ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პოვნა.
სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა შედგება მრავალფეროვანი დავალებებისგან, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმაციით მომარაგება და პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება.
განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრირების მეშვეობითაა შესაძლებელი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,