თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად
ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად


ევროკომისიამ გამოაცხადა განაცხადების მიღება ინიციატივისთვის „თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართოებაზე“, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ორგანიზებას გულისხმობს.

მონაწილეობა შეუძლიათ ცალკეულ ორგანიზაციებს; გარდა ამისა, მიესალმებიან ერთობლივ განაცხადებს, რომლებსაც წარადგენენ იმ ორგანიზაციებს შორის ამოყალიბებული პარტნიორობები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და კანდიდატ ქვეყნებში საქმიანობენ. შერჩეულ ღონისძიებებს შესაძლოა გაეწიოს ფინანსური მხარდაჭერა მათი მასშტაბისა და ფორმატის შესაბამისად; დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ევროა.

კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოქალაქეებისა და ადგილობრივი თემების მონაწილეობას ევროკავშირის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებულ დებატებში. ღონისძიებები მონაწილეებს უნდა დაეხმაროს უკეთ გაიაზეონ, თუ როგორ უერთდებიან ახალი ქვეყნები ევროკავშირს, რომელი ქვეყნებს აქვთ ამჟამად კანდიდატის სტატუსი და რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ევროკავშირის გაფართოება. მათ ასევე უნდა შექმნან სივრცე, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ღია, ურთიერთპატივისცემის გარემოში განიხილონ სხვადასხვა საკითხი და გაცვალონ მოსაზრებები.

შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები, კერძოდ, დებატები, სემინარები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, გამოფენები, კულტურული ღონისძიებები ან აქტივობები, რომლებიც ადგილობრივ ღონისძიებებთან ერთად იქნება ორგანიზებული. ღონისძიებები უნდა ჩატარდეს 2026 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია:

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 31, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,