ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო
ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


ევროკომისიამ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება ევროკავშირის გენდერული თანასწორობის ჩემპიონის 2026 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

პრიზი სამ განსხვავებულ კატეგორიას მოიცავს, რაც საშუალებას იძლევა მხარდაჭერილი იყოს ინსტიტუციური თანასწორობის ინიციატივების შემდგომი განვითარება.

საპრიზო კატეგორიებია:

  • გენდერული თანასწორობის მყარი ჩემპიონები: პრიზი მიენიჭება ორგანიზაციებს, რომლებმაც მათი გენდერული თანასწორობის გეგმების (GEP) საფუძველზე საგულისხმო გრძელვადიანი სტრუქტურული მიღწევები აქვთ. ამ კატეგორიაში პრიზი ერთ გამარჯვებულს გადაეცემა.
  • გენდერული თანასწორობის ახალბედა ჩემპიონები: პრიზი მიენიჭება ორგანიზაციებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს მათი პირველი გენდერული თანასწორობის გეგმა და შეუძლიათ აჩვენონ ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა მის განხორციელებაში. ამ კატეგორიაში პრიზი ორ გამარჯვებულს გადაეცემა.
  • გენდერული თანასწორობის ინკლუზიური ჩემპიონები: პრიზიმიენიჭება ნოვატორულ ორგანიზაციებს, რომლებიც განიხილავენ გენდერის გადაკვეთას მინიმუმ ორ ისეთ სოციალურ კატეგორიასთან, როგორიცაა, მაგალითად, რასობრივი/ეთნიკური წარმომავლობა, დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაცია ან სოციალური წარმომავლობა. ამ კატეგორიაში პრიზი ერთ გამარჯვებულს გადაეცემა.

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა თასი და პრიზი 100 000 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, ვინაიდან ეს ქვეყნები პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებული ქვეყნები არიან.

განაცხადების წარდგენის უფლება აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ კვლევებს და ეწევიან ინოვაციურ საქმიანობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასოცირებულ ქვეყნებსა და კანდიდატ ქვეყნებში; ონლაინ განაცხადების წარდგენა აუცილებელია 2026 წლის 29 სექტემბრამდე დაფინანსებისა და ტენდერების პორტალის საშუალებით.

ოფიციალური გამარჯვებულები საზეიმოდ გამოცხადდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2027 წელს ბრიუსელში გაიმართება.

ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის მიერ 2022 წელს დაარსებული ევროკავშირის გენდერული თანასწორობის ჩემპიონების პრიზი მიზნად ისახავს ინსტიტუციური ცვლილებების ხელშეწყობას ევროპულ კვლევით სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განცხადება კონკურსის შესახებ

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 29, 2026


ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,