უკრაინა: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა
დეკემბერი 16, 2022

უკრაინა: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა


ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის საპასუხოდ სანქციების მეცხრე პაკეტი მიიღო. 

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ეს პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული არაკანონიერი ომის საპასუხოდაა მიმართული. კერძოდ, რუსეთი მხილებულია მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ შეტევებში, რომლის მიზანიც ზამთრის დასაწყისში ქვეყნის პარალიზებაა. 

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში დამატებით თითქმის 200 ინდივიდი და ორგანიზაცია შეიყვანა. მათ შორისაა რუსეთის შეიარაღებული ძალები, ცალკეული ოფიცრები, თავდაცვითი სამრეწველო კომპანიები, სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკური პარტიები. სია მოიცავს ფიგურებს, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ სამოქალაქო მოსახლეობაზე სასტიკ და მიზანმიმართულ სარაკეტო თავდასხმებში, უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოპარვაში.

ახალი საექსპორტო შეზღუდვები დაუწესდა იმ ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა და მოწინავე ტექნოლოგიას, რომლებიც რუსულ სამხედრო შესაძლებლობებს განამტკიცებს. ამაში შედის დრონის ძრავები, საკამუფლაჟო აღჭურვილობა, დამატებითი ქიმიური/ბიოლოგიური ხელსაწყოები, მასობრივი არეულობების აღსაკვეთი ნივთიერებები და ის დამატებითი ელექტრონული კომპონენტები, რომლებსაც რუსული არმია იყენებს. 

ახალი საექსპორტო აკრძალვები გაფართოვდება და მოიცავს ისეთ დამატებით ინდუსტრიულ პროდუქციასა და ტექნოლოგიას, როგორიცაა სათამაშო/სამოყვარულო დრონები, კომპლექსური გენერატორები, ლეპტოპები და კომპიუტერის კომპონენტები, ნაბეჭდი პლატები, რადიო-სანავიგაციო სისტემები, დისტანციური მართვის რადიოაპარატები, საავიაციო ძრავები და ძრავების, კამერებისა თუ ლინზების ნაწილები.

სანქციები შეეხო დამატებით სამ რუსულ ბანკს. ამ შეზღუდვებში რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციების სრულად აკრძალვაც შედის. 

ევროკავშირში აიკრძალა დამატებით ოთხი რუსული არხი: „ენტევე“/„ენტევე მირი“, „როსია 1“, „რენ ტევე“ და „პერვი კანალი“

ამასთან, აიკრძალება ევროკავშირის ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო მრეწველობის სექტორში, თუმცა გამონაკლისი შეეხება კონკრეტულ ნედლეულს. 

სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებამდე ასევე სრულად აიკრძალა რუსული საზღვაო ნედლი ნავთობის ევროკავშირში იმპორტი. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა კი ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარი დააწესეს. ორივე გადაწყვეტილება 5 დეკემბრიდან ამოქმედდა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ამავე თემაზე: ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესების წინადადება წამოაყენა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,