ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს
ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


1 ივლისს ირლანდიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი რიგით მერვედ მიიღო. ირლანდიამ თავმჯდომარეობა კვიპროსისგან ჩაიბარა და ამ როლს 2027 წლის 1 იანვარს ლიეტუვას გადააბარებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა დუბლინის ციხესიმაგრეში გამართულ ცერემონიაზე ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდის ოფიციალური დაწყება აღნიშნა.

„ჩვენ მომდევნო ექვს თვეს მიზანდასახულობით, პოზიტიურობითა და სიმტკიცით შევყურებთ და ვიაზრებთ, რატომ შეიქმნა ევროკავშირირათა ევროპა ქცეულიყო კონტინენტად, სადაც მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა არის არა რჩეულთა პრივილეგია, არამედ ყველას უფლება“, განაცხადა მიჰოლ მარტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობით ევროკავშირის საბჭო ურყევად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, „რომლის ხალხმაც თავისი ქვეყნის დაცვისას სიმამაცე და მიზანდასახულობა გამოიჩინა“, რასაც დაურთო, რომ „ისინი სამართლიან და მტკიცე მშვიდობას იმსახურებენ“.

საბჭო ასევე მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში შესვლა სურთ და წევრობისკენ გზას მიუყვებიან. „ეს ჩვენს სამეზობლოში მეტი კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას დაეხმარება“, აღნიშნა მიჰოლ მარტინმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის მისასალმებელი გზავნილი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,