
20 ივლისს ევროკომისიამ სატესტო გარემოსთან ერთად ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი აამოქმედა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ციფრული პროდუქტის პასპორტის (DPP) პრაქტიკულ რეალობად ქცევის გზაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ.
მდგრადი პროდუქტების ეკოდიზაინის რეგულაციის (EU) 2024/1781 ფარგლებში შექმნილი ციფრული პროდუქტის პასპორტი წარმოადგენს პროდუქტების, კომპონენტებისა და მასალების ციფრული პირადობის დამადასტურებელ ბარათს, რომელიც ინახავს შესაბამის ინფორმაციას პროდუქტების მდგრადობის მხარდასაჭერად და მათი ცირკულარობის ხელშესაწყობად. მისი მიზანია მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, მომხმარებლის უკეთ ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერა და ერთიანი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის მონაცემები დეცენტრალიზებული წესით ინახება, ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა მოახდინონ თითოეული ციფრული პროდუქტის პასპორტის რეგისტრაცია რეესტრში, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია პროდუქტის უნიკალური იდენტიფიკატორებისა და მასთან დაკავშირებული მეტამონაცემების რეგისტრაციისთვის.
რეესტრი მხარს დაუჭერს მდგრადი პროდუქტების ეკოდიზაინის რეგულაციით მოცულ პროდუქტებს, მათ შორის ტექსტილს, ფოლადს და ალუმინს, საბურავებს, ავეჯს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიაში გამოყენებულ პროდუქტებს და ენერგიასთან დაკავშირებულ პროდუქტებს. გარდა ამისა, ის მხარს დაუჭერს პროდუქტთა ჯგუფებს ევროკავშირის სხვა კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც მოითხოვს ციფრული პროდუქტის პასპორტის რეგისტრაციას, მათ შორის კონკრეტული ტიპის დიდი ზომის აკუმულატორებს, სამშენებლო პროდუქტებს, სათამაშოებს, სარეცხ საშუალებებს და საბოლოო მომხმარებელზე გათვლილ სურფაქტანტებს (ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები).
ციფრული პროდუქტის პასპორტი სავალდებულოა ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებული ყველა პროდუქტისთვის, თუ ეკოდიზაინის რეგულაციის შესაბამისად მოცემული პროდუქტისთვის სპეციფიკური დელეგირებული აქტის მიხედვით აუცილებელია, რომ პროდუქტს ჰქონდეს ციფრული პროდუქტის პასპორტი. ამ პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელმა ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ციფრული პროდუქტის პასპორტის არსებობა.
ონლაინ ბაზრებმა ციფრული პროდუქტის პასპორტები უნდა გახადონ ხელმისაწვდომი, თუ ისინი საკუთარ პროდუქტებს ევროკავშირში ყიდიან. ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები მონიტორინგს გაუწევენ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებს, რათა გამოავლინონ ონლაინ გასაყიდი პროდუქტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს. ციფრული პროდუქტის პასპორტის მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები ან იმ პროდუქტების ამოღება ევროკავშირის ბაზრიდან, რომლებიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.
მიმდინარე ტესტირების ფაზა ხელს შეუწყობს გარკვეული ტიპის დიდი ზომის აკუმულატორების შეუფერხებელ დანერგვას განხორციელების პირველ საბოლოო ვადამდე, კერძოდ, 2027 წლის 18 თებერვლამდე.
ახლა ეკონომიკურ ოპერატორებს შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა სატესტო გარემოზე, ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებზე, ვებინარებზე და უახლეს ინფორმაციაზე ციფრული პროდუქტის პასპორტის ახალი ვებსაიტის საშუალებით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სპეციალური დახმარების სამსახური, რომელიც მხარს უჭერს კომპანიებს რეგისტრაციის პროცესში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.