
ბათუმში 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იყო ორგანიზებული.
11 ივლისს ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებზე შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების, ქართველი პარტნიორების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება, რათა აღენიშნათ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს.
„გულითადი მადლობა ყველა მონაწილეს და სტუმარს, ვინც ბათუმში ევროპის დღის საზეიმო აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა!“ — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ღონისძიების მთელი დღის პროგრამა მოიცავდა: ცოცხალ მუსიკას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქტიულ სტენდებს, გასტრონომიულ კუთხეს, live-პოდკასტს, ვირტუალურ მოგზაურობას, ვიქტორინებს, „ცოდნის ბორბალს“, ფოტოგრაფიის მასტერკლასს, „მწვანე კუთხეს“, ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების საშემსრულებლო ხელოვნებას, საბავშვო თეატრს და მრავალ სხვა აქტივობას.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.