„პატარა მამაცი გულები“: საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე შექმნილი საბავშვო წიგნი დაიბეჭდა 
ივლისი 19, 2023

„პატარა მამაცი გულები“: საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე შექმნილი საბავშვო წიგნი დაიბეჭდა 


ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიბეჭდა ზღაპრების კრებული, „პატარა მამაცი გულები: ამბები სიკეთესა და იმედზე“, რომელიც ბავშვებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას აცნობს.

წიგნში თავმოყრილია ხუთი ზღაპარი, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მწერლებს ეკუთვნით. მინდია არაბულმა (საქართველო), აფსანა იუსიფოვამ (აზერბაიჯანი), პაულა ერიზანუმ (მოლდოვა), არმენ ოჰანიანმა (სომხეთი) და ნატალია ტროხიმმა (უკრაინა) შექმნეს ამბები, რომლებიც ტრადიციულ გენდერულ როლებს კრიტიკულად მიმოიხილავს. ეს ტექსტები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია და კაცების ჩართულობა ბავშვების აღზრდაში.

ილუსტრაციები ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელმა ხელოვანებმა — ჰარუთიუნ თუმაღიანმა, სვეტლანა პარფენიუკმა, სევინჯი ყულიევამ, მარი კახურიშვილმა და იევჰენია პოლოსინამ  შექმნეს. წიგნისა და ყდის დიზაინი კი ხატია ჩიტორელიძეს ეკუთვნის.

წიგნი გამოიცა პროექტის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ფარგლებში, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-თან თანამშრომლობით. ამბის თხრობის ძალის გამოყენებით, ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში თანასწორობისა და ინკლუზიურობის წახალისებას ისახავს მიზნად. 

„თანამედროვე სამყარო თანამედროვე ამბებს საჭიროებს. თანამედროვე ქალი გმირები არ ელოდებიან იმას, თუ როდის იხსნიან მათ პრინცები. ისინი მამაცები და მიზანდასახულები არიან და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ბედს. თანამედროვე კაცი გმირები კი, მაღალ ციხე-კოშკებში დაბრძანებული კარგად ნაცნობი პრინცებისგან განსხვავებით, თანაგრძნობითა და ოცნებებით არიან სავსე“, — აღნიშნა ოლგა ოსაულენკომ, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ რეგიონული პროექტის მენეჯერმა, — „მოთხრობების ეს კრებული სხვაგვარად გვანახებს ქალებისა და კაცებისთვის, ბიჭებისა და გოგოებისთვის განკუთვნილ როლებს და ის რეგიონში იმ ინიციატივათა შორისაა, რომელთა მიზანსაც საზოგადოების მიერ ჩვენთვის განსაზღვრული როლებისა და ქცევის ახლებურად გადააზრება წარმოადგენს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს მიეცა შესაძლებლობა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის მეშვეობით დაეჭირა მხარი ამ მნიშვნელოვანი კრებულისთვის“.

„პატარა მამაცი გულები“ დაიბეჭდა ინგლისურად, ქართულად და ავტორების მშობლიურ ენებზე შესრულებული ორიგინალი ტექსტების ნაკრების სახით. 

წიგნი საქართველოს მასშტაბით უფასოდ დარიგდება. თბილისის მუნიციპალურმა ბიბლიოთეკებმა და საჯარო სკოლებმა კი კრებულის ასლები უკვე მიიღეს, რათა ახალგაზრდებმა დაუბრკოლებლად შეძლონ მისი წაკითხვა. 


თემაზე

დეკემბერი 8, 2023

მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

დეკემბერი 6, 2023

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ

დეკემბერი 6, 2023

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს

დეკემბერი 5, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა

დეკემბერი 5, 2023

COP28: ევროკავშირი და EBRD პარტნიორ ქვეყნებში მწვანე ინვესტიციების გაზრდის ვალდებულებას იღებენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,