ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ
ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ


ათი წლის წინ, 2016 წლის 16 ივნისს, საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს პირველი 100 ახალგაზრდა ევროპელი ელჩის შემადგენლობით, რომლებიც წარმოადგენდნენ ექვს პარტნიორ ქვეყანას — სომხეთს, აზერბაიჯნს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას — და ევროკავშირს.
2016 წელს ქსელმა ჩაატარა შვიდი ღონისძიება, რომლებმაც 7000 ადამიანი მოიცვა. ათი წლის განმავლობაში ქსელში 3000-ზე მეტმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა იმუშავა. მათ ორგანიზება გაუწიეს და ჩაატარეს 7000 ღონისძიება, რომლებმაც მთელ რეგიონში 20 მილიონი ადამიანი მოიცვა.

ამ იუბილის აღსანიშნავად პროგრამა EU NEIGHBOURS east იწყებს კამპანიას, რათა წარმოაჩინოს ახალგაზრდა ევროპელთა ნიჭიერი თაობის ხმა და მიღწევები, რომლებიც საქმიანობდნენ რეგიონში  მიმდინარე ათწეულის განმავლობაში, ამაღლებდნენ ცნობიერებას ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და ნერგავდნენ ევროპულ ღირებულებებს საკუთარ საზოგადოებრივ თემებში.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა აამაღლეს საზოგადოების ცნობიერება ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებთან პარტნიორობის, საერთო ღირებულებებისა და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობების შესახებ. ისინი დემოკრატიის, გარემოს დაცვისა და გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდნენ. ისინი დაუღალავად თანამშრომლობდნენ და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას ავლენდნენ ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისას. მათ დაამყარეს გრძელვადიანი კავშირები.

მომდევნო თვეების განმავლობაში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ხმები გამოკვეთს ბოლო ათწლეულის მემკვიდრეობას და მიმდინარე მიღწევებს:

  • საუბრების ციკლში YouTube-ზე ყოფილი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მსმენელებს უამბობენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ განვლილი გზის, მათ მიერ შეძენილი ცოდნისა და ევროკავშირის მხარდაჭერის რეალური, პრაქტიკული გავლენების შესახებ.
  • პარტნიორ ქვეყნებში ევროკავშირის ამჟამინდელ ელჩებთან საუბრებში ხაზგასმული იქნება ქსელის მემკვიდრეობა და ევროკავშირის რეალური, პრაქტიკული გავლენა; ისინი ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ურთიერთობები და რა შესაძლებლობები არსებობს სამომავლოდ.
  • სოციალურ მედიაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩები „გახსნიან ამანათს“ და ჩაერთვებიან ჟურნალის პროექტში სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საზეიმო ღონისძიებები ცალკეულ ქვეყნებში ვიდეოების, პოსტების, კარუსელი-პოსტების და სხვა მასალების საშუალებით გაშუქდება.
  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალის 2026 წლის სპეციალურ გამოცემაში მიღწევების ათწლეულისა და ევროპის მომავლის ხედვის შესახებ იქნება მოთხრობილი.
  • პროგრამის EU NEIGHBOURS EAST ვებსაიტზე კამპანიის სპეციალური გვერდი წარმოაჩენს ყოფილი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ისტორიებს და წარმოადგენს ბმულებს მათი საქმიანობის შედეგებისა და იმ ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გასაცნობად, რომლებსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს.

დღეს ქსელში გაერთიანებული 1000-მდე წევრი აქტიურად საქმიანობს როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირში; ისინი უწყვეტ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, ადვოკატირებას უწევენ გაფართოების საკითხებს, ზრდიან ცნობიერებას ევროკავშირის შესაძლებლობების შესახებ და აშუქებენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას ბელარუსსა და საქართველოში. 

ყოველდღიურად ხდება ახალი აქტივობების ორგანიზება სოლიდარობის, ცნობიერების ამაღლების, ურთიერთობათა ქსელებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, და მზადდება ნიადაგი  კავშირების, შთაგონებისა და ცვლილებების მომდევნო ათწლეულისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები – 10, კამპანიის ვებვერდი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

EU NEIGHBOURS east



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,