ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს
ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, სოციალურ საწარმო „ვინტილატორთან“ თანამშრომლობით, თბილისელებს ამ კვირა დღეს, 14 ივნისს დაგეგმილ „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეზე“ იწვევს. 

ღონისძიების მიზანია შეკეთების, ხელახალი გამოყენებისა და ნარჩენების შემცირების კულტურის პოპულარიზაცია და იმის ჩვენება, რომ ნივთების შეკეთება და მეორადი მოხმარება გონივრული, თანამედროვე და პასუხისმგებლობიანი არჩევანია.

ღონისძიება ორბელიანის ბაღში, ანტონ ფურცელაძის 16 ნომერში 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. 

დამსწრეებს შეუძლიათ თან მოიტანონ შესაკეთებელი ნივთები: ელექტრონული მოწყობილობები, ტანსაცმელი და ტექსტილი, ფეხსაცმელი და ტყავის ნაკეთობები, ვერცხლის სამკაულები და აქსესუარები, ჩანთები, ველოსიპედები, მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საათები, ვინილის ფირფიტები და რეტრო აუდიოტექნიკა, კერამიკა და ინტერიერის დეკორი და რბილი სათამაშოები. 

ღონისძიებაზე ასევე შეგიძლიათ, „პარკი არ მინდას“ სტენდთან მიიტანოთ და ჩააბაროთ ნარჩენები (პლასტიკი, ალუმინი, ქაღალდი/მუყაო).

მათ, ვინც აქტივობებში ჩაერთვებიან, შეეძლებათ, დააგროვონ ბეჭდები და გადაცვალონ ისინი სიმბოლურ ეკო-საჩუქრებში. 

დამატებითი ინფორმაცია

ღონისძიების შესახებ განცხადება Facebook-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,