Youth4Regions: ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს თავის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
აპრილი 24, 2023

Youth4Regions: ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს თავის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს


ევროკომისია Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს იწვევს. პროგრამა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2023 წლის 7-13 ოქტომბერს განხორციელდება.

ინიციატივის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს უკეთ გააცნოს, რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში.

პროგრამის მონაწილეები ჟურნალისტიკისა და ევროკავშირის „ერთიანობის პოლიტიკის“ საკითხებზე გაივლიან ტრენინგს. მათ ასევე მიეცემათ შანსი, მიიღონ მენტორინგი თავიანთ ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტებისგან, იმუშაონ სახელგანთქმული ჟურნალისტების მხარდამხარ ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში და მოინახულონ ევროკავშირის ინსტიტუტები. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილ ევროკომისიის პრეს-ტურებში ჟურნალისტის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა.

საცხოვრებლის, საკვებისა და მგზავრობის ხარჯებს მთლიანად ევროკომისია დაფარავს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 10, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,