უკრაინის მხარდამჭერი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია მოხალისეებს ეძებს
ივლისი 31, 2023

უკრაინის მხარდამჭერი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია მოხალისეებს ეძებს


აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ 18-28 წლის ახალგაზრდებს მოხალისეობრივი წლის ფარგლებში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის დაფინანსებით გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში იწვევენ. ისინი იქ ითანამშრომლებენ ქრისტიანულ არაკომერციულ ორგანიზაციასთან,  S’Einlädele, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც უკრაინას უჭერს მხარს. 

ორგანიზაცია უკრაინაში ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანიც დაუცველი ბავშვებისა და ხანდაზმულების დახმარებაა. მოხალისეები იმუშავებენ S’Einlädele-ის არაკომერციულ კაფესა და ხანდაზმულთა სახლში, ჩაერთვებიან ჰუმანიტარულ საქმიანობაში და ლტოლვითა დახმარებაში. 

მოხალისეები ჩასვლისთანავე გაივლიან ტრენინგს, შემდგომ კი მათ შუალედური შეხვედრები ჩაუტარდებათ. ისინი ასევე დაესწრებიან რეგულარულ სესიებს პოლიტიკურ და მდგრადობის საკითხებზე და მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიჩინონ ინიციატივა და წამოიწყონ საკუთარი პატარა პროექტები.

მოხალისეები იცხოვრებენ სრულად აღჭურვილ ბინებში და მათ კომუნალურ, ინტერნეტის, გერმანულის გაკვეთილებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს დაუფარავენ. ისინი დამატებით ყოველთვიურად მიიღებენ სახარჯავ ფულს და კვებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო სახსრებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.

განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ ან რუსულ ენებზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ინფორმაცია მოხალისეობრივი წლის შესახებ

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 1, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,