შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს
მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს


შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ თანადაფინანსებული პლატფორმა LINA  გარემოსდაცვითი კრიზისის დაძლევაზე მომუშავე სივრცის ნოვატორებს ეძებს. პლატფორმა LINA ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის დარგში მომუშავე იმ შემოქმედებითი პროფესიონალების მობილობასა და განვითარებას უწყობს ხელს, რომლებიც სივრცით, ტერიტორიულ, კლიმატურ და სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებს უმკლავდებიან.

პლატფორმაზე იწვევენ არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარებლებს, ლანდშაფტის დიზაინერებს, მხატვრებს, კურატორებსა და მკვლევრებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ საერთაშორისო აღიარება, თუმცა აქვთ რადიკალური იდეა, პრაქტიკული გადაწყვეტა, თეორიული ხედვა ან დამაიმედებელი პრაქტიკა გარემოსდაცვითი კრიზისის გადასაჭრელად.

შერჩეული 25 წინადადების ავტორები, LINA-ს სტიპენდიატები, საკუთარ ნამუშევარს წარადგენენ LINA-ს კონფერენციაზე, რომელიც 3-4 ოქტომბერს სარაევოში გაიმართება. იქ მათ მიიწვევენ LINA-ს წევრებთან შესახვედრად,მათ აქტივობებში ჩასართავად და LINA-ს 2024-2025 წლების არქიტექტურის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სარაევოს კონფერენციაზე მიწვეულთა ევროპაში მოგზაურობის (350 ევრომდე) და დაბინავების ხარჯებს პლატფორმა დაფარავს. 

LINA ღიაა შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 13, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,